სიახლეები
სკოლები

„ენავ ქვეყნის ნათლის სვეტო და მშვენებავ“ - ზერტის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
19-04-2021
-
+


გორის მუნციციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

„ენავ ქვეყნის ნათლის სვეტო და მშვენებავ“ - ამ დევიზით დაიწყეს მზადება ზერტის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მარინე გოგატიშვილმა 14 აპრილის შესახვედრად. სამზადისი მართლაც მშვენიერი გამოვიდა, მათ შექმნილი ლამაზი წარწერებით და აპლიკაციებით დაამშვენეს საკლასო ოთახი. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებს შორის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

„64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული...“

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

izrune.ge-ს ღონისძიება ვარსკვლავებისთვის ამ წუთებში მიმდინარეობს

ვალდებულებები, რომლებიც განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეასრულოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„თითოეულ პერსონაჟზე ფიქრისას თვალწინ მედგა თითოეული ჩემი მოსწავლე“

პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლმა - სოფიო ბერიძემ

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს თეა ლომიძის „წერილი ბოთლში“ 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება