| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფოთის N12 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელს შეუერთდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამით სკოლას საშუალება ეძლევა გაეცნოს ევროსაბჭოს საგანმანათლებლო მასალებს, გაუზიაროს თავისი პროექტები ევროსაბჭოს ქსელში გაერთიანებულ სკოლებს; სკოლა შეიძლება მიწვეული იყოს საერთაშორისო კონფერენციებზე.
ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. სკოლის ხელმძღვანელობა, პედაგოგები, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვებიან ევროსაბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელთან თანამშრომლობით პროცესებში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს.
იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში