სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს
19-04-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ახალი სამგორის საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალი სამგორის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

ახალი სამგორის საჯარო სკოლაში დედაენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს:

V-VI კლასებში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე პოეზიის საათი ჩატარდა. მოსწავლეებმა კლასის წინაშე წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი არაერთი ნაწარმოები; ასევე გაეცნენ ინფორმაციას 14 აპრილის ქართული ენის დაცვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები - „14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა“ და „ქართული დამწერლობა“.

სკოლაში ასევე გამოიფინა სხვადსხვა კლასის მოსწავლეთა მიერ შესრულებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთები. „მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულისთვის!“ - აღნიშნულია ახალი სამგორის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება