სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობა მეხმარება წვლილი შევიტანო პროგრესულად მოაზროვნე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში“ - ნათია კილაძე, „პროგრესის“ აღმასრულებელი დირექტორი
15-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისისა და ბათუმის ფილიალების აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კილაძის ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ჩემთვის მეორე ოჯახი, რომლის თითოეული წევრის წარმატება დიდ სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს. სადაც ერთმანეთის შესაძლებლობებს ვაღიარებთ. ხელს ვუწყობთ პიროვნულ განვითარებას და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.

- ცოდნა გვანიჭებს... 

- განვითარების შესაძლებლობას, მივიღოთ ღირებული ინფორმაცია სამყაროს აღსაქმელად. გონიერების, გაგებისა და ინტელექტის საშუალებით.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ხარისხიანი განათლება, საკუთარი თავის რწმენა, კრიტიკული აზროვნება, სამშობლოს სიყვარული, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ჩვენი  მხარდაჭერა, თანამედროვე, თანამშრომლობითი და ინოვაციური გარემოს შექმნა.ჩვენის მხრიდან ინტერდისციპლინარული სწავლების ინტეგრირება, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს განავითარონ უნარები და ცოდნა სხვადასხვა სფეროში.  

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ყოველთვის მქონდა ახალი ცოდნის შეძენისა და საკუთარი თავის რეალიზების სურვილი.ვიყავი და ვარ შრომისმოყვარე.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვიზრუნო და ჩემი წვლილი შევიტანო პროგრესულად მოაზროვნე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.მხარი დავუჭირო და განვახორციელო უამრავი ახალი,საინტერესო და ინოვაციური იდეა თუ პროექტი.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ დრო საინტერესოდ და პროდუქტიულად გამოვიყენო.მივიღო რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ვაკეთო რაც შეიძლება ბევრი საინტერესო და კეთილი საქმე. არ შევწყვიტო პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

- წარმატებისთვის აუცილებელია... 

- პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, საკუთარი საქმის სიყვარული, სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა, სიახლის მოძიების და მიღების სურვილი,  მუდმივად  პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; შემოქმედებითობა, პროფესიონალიზმი, დროის მენეჯმენტის ეფექტური მართვის უნარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება