სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი დირექტორობის წლებში ნათლად დავინახე, რომ მუდამ ვარ მოსწავლეც და მასწავლებელიც“ - მარად არძენაძე, ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი
12-04-2021
-
+


რა არის სკოლა და რას ნიშნავს ცოდნა, როგორი მოსწავლე იყო და რაში ეხმარება დირექტორობა - ამ და სხვა კითხვებზე etaloni.ge ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორის მარად არძენაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- სკოლა არის...

- აღზრდის ყველაზე ძნელი, მაგრამ საიმედო სასწავლებელი. რადგან ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა, სწორედ სკოლაა ვალდებული მიზანმიმართულად დაგეგმოს სწავლა-სწავლების პრინციპები, რომ მოსწავლემ დაიჭიროს სწავლების ძირითადი არსი და შეძლოს წარმატებით ჩააბაროს სასკოლო გამოცდა ცხოვრების მაღალ ეტაპზე გადასასვლელად. ამიტომაც სკოლამ კარგად უნდა იცოდეს ჯერ საით და მერე როგორ მიდის მოსწავლე წინ.

- ცოდნა გვანიჭებს...

- უდიდეს სიამოვნებას, რომელიც ბედნიერების საწინდარია. იგია ახალი საჭირო ინფორმაციის მიღების საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დღითიდღე გაფართოვდეს მოსწავლის თვალსაწიერი, რომ მან ცოდნის შესაძენად თავისუფლად შეძლოს ჭეშმარიტების ციცაბო ფერდობზე ასვლა. როგორც უფალმა „არაფრისაგან“ შექმნა „ყველაფერი“, ასევე აღმზრდელს ევალება მოსწავლეებისათვის განკუთვნილი „ყველაფრის“ შექმნა, რადგან კარგად აღზრდილი მოსწავლე ადამიანის სრულყოფის სათავეა.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- სათნოება, კეთილი ქცევა, ზრდილობა, ქველმოქმედება, ცხოვრებასთან შეგუების ახალი უნარ-ჩვევები, კომპიუტერიზაცია და წიგნთან მეგობრობა. მაგრამ წიგნიერებას გონიერებაც სჭირდება, რადგან უწიგნო გონიერი მწიგნობარისთვისაც კი ოსტატი და ჭკუის მასწავლებელია. მომავალი თაობები უნდა აღიზარდოს მეგობრობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, მშობლის პატივისცემაზე, უფროს-უმცროსობის ურთიერთობებზე დაფუძნებულ საჭირო უნარ-ჩვევებზე.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მასწავლიდნენ, რომ არასოდეს  მეთქვა ის, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა. მოგეხსენებათ, მოსწავლეობა საოცრად მოუსვენარი და მარად ცვალებადი პერიოდია, რომელსაც სხვებთან ერთად მეც განვიცდიდი, მაგრამ ბავშვობიდან გამოყოლილი შეგონება დღემდე შემომრჩა. კარგად მესმის, როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ ადამიანს არაფერი რჩება ისეთი, რაც მის ცხოვრებას რაიმე ღირებულს მისცემს. დამეთანხმებით, ამ ჭეშმარიტების  დასადგენად არანაირი ლარი და ხაზი არ არის საჭირო.

- დირექტორობა მეხმარება...

- წარმოვიდგინო, რომ სკოლის ხელმძღვანელი მარტო მასწავლებელი ან მარტო მოსწავლე არ იყოს. ჩემი დირექტორობის წლებში ნათლად დავინახე, რომ მუდამ მოსწავლეც ვარ და მასწავლებელიც. ეს უცილობო პირობაა ჯანსაღი ურთიერთობების დასამკვიდრებლად.  ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ უკვე დავბრძენდი და აქ შეწყდა ჩემი სწავლება. პირიქით, ალბათ წლების შემდეგაც თავს შეგირდად ჩავთვლი მოსწავლე მასწავლებელს შორის ოქროს შუალედის შესანარჩუნებლად.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- მარტო ჩემთვის არ ვიცხოვრო, ვიყო სამართლიანი, რომ  ჩემი ურთიერთობები ღირებული და მისაბაძი იყოს. დრო ფასდაუდებელი ძღვენია, რომელიც სარგებლიანად უნდა გამოვიყენოთ, რათა  გავხდეთ უფრო უკეთესები და სრულყოფილნი. 

წარმატებისთვის აუცილებელია...

- მართალი სიტყვა. სიტყვით შეიქმნა სამყარო. მას არც საწყისი აქვს და არც დასასრული. ჩემი დირექტორობის პერიოდში უფრო მეტად მივხვდი, თუ რაოდენ დიდია სიტყვის ძალა. სიტყვით ყალიბდება აზრები, მეგობრობა, თანამშრომლობა, ამიტომაც ვცდილობ ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა ბუმერანგივით უკან არ დამიბრუნდეს, რამეთუ ჩვენივე სიტყვებით ვმტყუნდებით და ჩვენივე სიტყვებით ვმართლდებით. გვახსოვდეს, რომ მოზომილ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამიტომაც ვცდილობ იყოს ჩემი ნათქვამი სიკეთის, სიყვარულის, სიბრძნის და გონიერების სათავე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება