სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების და ბაღების გახსნამ კორონავირუსის რიცხვის ზრდა გამოიწვია, მასწავლებლების ვაქცინაცია სასურველია, დროულად დაიწყოს - პედიატრი
06-04-2021
-
+


სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს, - ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს. 

როგორც პედიატრმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი სკოლების და ბაღების გახსნაა.

„მომართვიანობა გაზრდილია. ოქტომბერ-ნოემბერში დღეში რამდენიმე ათეული პაციენტი თუ იყო, თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე პრაქტიკულად კვირები გადიოდა ისე, რომ საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ბოლო ხუთი დღეა მე პირადად ყოველდღიურად ორ-სამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. გუშინ მაგალითად, იყო ოთხი ახალი პაციენტი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია სკოლების და ბაღების გახსნამ. მე თავიდანვე ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა, სკოლები უნდა გახსნილიყო რეგულაციების დაცვით, თუმცა არა ბაღები. ჩემი აზრით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი მეტ-ნაკლებად უნდა გამკაცრდეს.

სასურველია ასევე, რომ მასწავლებლებმა და განათლების სფეროში დასაქმებულმა პირებმა დროულად დაიწყონ ვაქცინაცია.

ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა მესამე ტალღა და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ იხსნება სხვადასხვა დაწესებულება: რესტორნები, სადღესასწაულო ცენტრები, გასართობი სივრცეები, იქ ყველამ უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები, რაც საკმაოდ ძნელია. მოვდუნდით და ამან გამოიწვია, რომ დღეს პრაქტიკულად ქვეყანაში მესამე ტალღა გვაქვს. შემთხვევების რაოდენობა უცებ 1000-მდე ავარდა და თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ 5 000 გახდება“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველ არხთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება