სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ - ქვემო ხოდაშნის, კისისხევისა და ყარაჯალის საჯარო სკოლები საგანმანათლებლო პროექტში არიან ჩართულნი
06-04-2021
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელების ქვემო ხოდაშნის, კისისხევის და ყარაჯალის საჯარო სკოლები 2020 წლის ნოემბრიდან პროექტში - „მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მისი მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და თვალსაწიერის გაფართოება.


„კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი, 2020 წლის ნოემბრიდან, „PH international – სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს - „მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ ახორციელებს.

 პროექტის მიზანია თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდ  სოფელში  (ყარაჯალა, კისისხევი, ქვ. ხოდაშენი, ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი, ვაზისუბანი) სამართალდამცავი სტუქტურის წარმომადგენლებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობების დამყარება, ნდობის გაღრმავება და  დამოკიდებულებების ცვლილება არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, კახეთის სამმართველოს, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინსპექტორ გამომძიებლები, სკოლის დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდულ მუშაობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ მონაწილეების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და თვალსაწიერის გაფართოება. სკოლის როლის წამოწევა და არასრულწლოვანთა დანაშაულის ჩადენის პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ჭრილში. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამომავლო აქტივობების, მოზარდებთან შეხვედრის და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. 

პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს უწყებათ შორის კოორდინირებულ მუშაობას და სკოლებსა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება