სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრები ეწყობა - მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ
06-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და ტექნოლოგიების გამოყენებაში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით სკოლაში ხშირად მიმდინარეობს შეხვედრები და აქტუალური საკითხების განხილვა.

„ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრთა ინიციატივით, ჩვენს სკოლაში სისტემატიურად მიმდინარეობს კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარება, მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.
„დისტანციური სწავლება microsoft office 365- ის ინსტრუმენტების  გამოყენებით“- თავისი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარა დაწყებითი კლასის წამყვანმა მასწავლებელმა ხათუნა ქუთათელაძემ.

მან კოლეგებს ესაუბრა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელიც ახალი დანერგილია დისტანციური სწავლების ფორმატში. მაგ. : სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება ოფის 365 საშუალებით, „თიმსის“ ფუნქციების გაცნობა: თაიმსის ჯგუფის შექმნა და მისი მართვა, ეკრანისა და დაფის გაზიარება, გუნდების კლასების შექმნის. რამდენიმე გზა და სხვ.

მეორე შეხვედრაზე კი მასწავლებლებს წიგნიერების დონის ამაღლებაზე თავისი გამოცდილება გაუზიარა წამყვანმა მასწავლებელმა მაია ქობულიამ. მან კოლეგებს გააცნო ერთი გაკვეთილის გეგმის საფუძველზე, თუ როგორ შეიძლება მოსწავლის დაინტერესება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, რათა გაიზარდოს მოზარდებში წიგნიერების დონე.

შეხვედრები იმართება იმ გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც ჯგუფის წევრებმა მასწავლებლებთან ჩაატარეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება