სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინო კვირიკაშვილი - რუსთავის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით ამერიკაში სასწავლებლად მიემგზავრება
22-11-2017
-
+


რუსთაველი სტუდენტი ნინო კვირიკაშვილი აშშ-ს საელჩოს კონკურსის გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის UGRAD-ის გამარჯვებული გახდა და 2018 წელს სრული დაფინანსებით აშშ-ში ისწავლის. 

პროგრამის მეორე გამარჯვებული გახდა ასევე რუსთაველი ნატალია ჭამიაშვილი. ფინალისტებს გამარჯვების შესახებ თავად ამერიკის ელჩმა იან კელიმ აშშ-ს საელჩოში სტუმრობის დროს აცნობა. 

UGRAD-ის კონკურსის ფარგლებში წელს საქართველოდან მხოლოდ სამი სტუდენტი შეირჩა და ორი მათგანი რუსთაველია.  ისინი  ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ნინო კვირიკაშვილი ქალაქ რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის 2015 წლის ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულია. ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი ეს წარმატება შემთხვევითი არაა: ნინო 2014 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულია. ასევე თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის წევრი, რუსთავის მუზეუმის „ვინ უკეთ იცის ქალაქის ისტორია“ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. ნინო ახლახან ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიატიც გახდა. ეს მისი წარმატებების არასრული ჩამონათვალია.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ყოველწლიურად ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლეს სასწავლებლებში თავიანთი მიღწევებით.  2017 წლის ოქროს მედალოსან კურსადმთავრებულ ანა ნარინდოშვილს, როგორც აგარარული უნივერსიტეტის ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელს, სწავლა დაუფინანსა ქართული სასტუმროების ბრენდმა Rooms Hotels-მა, ხოლო კომპანია ,,ჯეოსელმა“ ახალი თაობის მობილური ტელეფონი გადასცა. 

2017 წლის ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ანი შუბითიძე თავისუფალი უნივერსიტეტის აზია-აფრიკის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელია. მან თავისი შედეგისათვის კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისაგან ერთწლიანი სასწავლო გრანტი მიიღო. 

2016 წელს ილიაუნის უნივერსიტეტის რექტორმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  ნაჩვენები შედეგებისათვის 20 პირველკურსელი დააჯილდოვა. ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აბიტურენტების ათეულში მოხვდა მე-4 სკოლის 2016 წლის კურსდამთავრებული თამარ არჩვაძე.   

როგორც რუსთავის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მეოთხე სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები ამ სკოლის პედაგოგების პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საატესტატო გამოცდებზე მიღწეული წარმატებისათვის 16 ნოემბერს განათლების საქალაქო პროფკავშირულმა  ორგანიზაციამ  დააჯილდოვა სკოლის პედაგოგები: მამუკა ხამხაძე, ნანი მარხვაშვილი, მაია ჯიბუტი, ლელა კობახიძე, შალვა კერვალიშვილი, ციალა კაცაძე, ლაურა ქათამაძე, ვერიკო ალადაშვილი, ნათელა კრაწაშვილი, იამზე თარაშვილი, მედეა სვანი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება