სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობს
31-03-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბაზაზე, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“/„Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi“ ახალგაზრდული ჯგუფი შექმნა.

სკოლის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა სკოლის სამკითხველო დარბაზში - „ცოდნარიუმი“ გაიმართა. ფონდის წარმომადგენელმა, ხათუნა გაგუამ მოსწავლეებს ფონდის სამომავლო გეგმები გააცნო.

მომდევნო შეხვედრა 27-28 მარტს კურორტ საირმეში შედგა. 

„ტრენინგის თემა იყო: „კონფლიქტების ნაადრევი პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა“ (GREW), რომელშიც სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა ჩვენი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ქობულია და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი ანასტასია ლობჟანიძე.  

საინტერესო პრეზენტაციის წამყვანები და ორგანიზატორები იყვნენ: ემა კამკია, ეკა გამახარია, ხათუნა გოგუა, ლელა შენგელია, თეა გოლეთიანი, ლელა ჯალაღონია. 

მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, რაც ადგილობრივ დონეზე საჭიროებების შესწავლას და პრობლემების ადვოკატირებას გულისხმობს. 

ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, საგანმანათლებლო სემინარებს, რომელიც მათი კომპეტენციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, წამოაყენონ ახალი ინიციატივები; ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე; მოამზადონ ვიდეორგოლები, ბუკლეტები; ჩაატარონ საინტერესო ხასიათის შეხვედრები და სხვ. 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდთან „სოხუმი“ ჩვენი თანამშრომლობა იქნება საინტერესო, პროდუქტიული და ჩვენი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობით, შევიტანთ წვლილს მშვიდობიანი, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება
 
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება