სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვისა და ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-03-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორ მნიშვნელოვან თარიღთან - წყლის რესურსების დაცვისა და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანატოლების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

საქართველო წლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ რესურსის სწორად გამოყენების და მისი დაცვის მნიშვნელობა.

2012 წლის 21 მარტიდან ტყის საერთაშორისო დღე ყოველ წელს აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნებს მოუწოდებენ, განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა ხეების გამწვანების კამპანია.
ყოველ წელს 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაახლოებით ინგლისის ფართობის ტოლია. რაც მთავარია, ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში, რომლის შედეგიცაა გლობალური დათბობა.

დღეს, ტყეები მთელი მსოფლიო მიწის 30% -ზე მეტ ნაწილს ფარავს და მოიცავს 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს, რომლიდანაც ბევრი ჯერ კიდევ შესასწავლია. მნიშვნელოვანია, რომ ტყე ამარაგებს მსოფლიო მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ხალხს საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით.

სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მეტი დაინტერესება და ინფორმირება მოხდეს ტყის მნიშვნელობის შესახებ, რათა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მომავალი თაობებისთვის.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება