| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებელს შეიძლება ქონდეს მხოლოდ ერთი სტატუსი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც წამყვანი პედაგოგი დამატებით აბარებს სხვა საგნობრივი ჯგუფის საგნის გამოცდას.
მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე, ერთ-ერთ ვებინარზე განმარტავს, რომ ასეთ დროს, მასწავლებელი ერთ საგანში წამყვანი და მეორე საგანში უფროსი ვერ იქნება; თუ გამოცდაზე 10 კრედიტს მიიღებს, პედაგოგს ავტომატურად მიენიჭება სტატუსი, რომელიც წინა გამოცდის ჩაბარების შედეგად ისედაც აქვს:
„მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი სტატუსი განსაზღვრული: მაგალითად - ქართულის წამყვანი მასწავლებელი, თუ ჩააბარებს ისტორიის გამოცდას 10 კრედიტზე, რათა ამ საგნის სწავლების უფლებაც მოიპოვოს, ის ავტომატურად ხდება ისტორიის წამყვანი მასწავლებელი.
ქართულში წამყვანი და ისტორიაში უფროსი - ასეთი რამ არ არსებობს!
წამყვანი მასწავლებელი ყველა ჩაბარებულ საგანში წამყვანია და ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ სტატუსი ნაწილობრივი კრედიტების დაგროვების შედეგად აქვს პედაგოგს მიღებული“, - აქედან გამომდინარე, მასწავლებელს აქვს მხოლოდ ერთი სტატუსი, პირები კი, რომლებიც 2021 წელს განსხვავებული საგნობრივი ჯგუფის გამოცდაზე გავლენ და 10 კრედიტს მოიპოვებენ, წამყვანის ან მენტორის სტატუსს ავტომატურად მიიღებენ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა