სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობლებს ვურჩევდი, იყვნენ შვილის მეგობრები, დაეხმარონ შესაძლებლობების გამოვლენაში“ - ტარიელ სირბილაძე, პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი
23-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორის - ტარიელ სირბილაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- რომ როგორი საჭიროა და აუცილებელი ერთად დგომა, თანამშრომლობა, სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- უკვე ცნობილი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა სწავლებასა და ყოფა-ცხოვრებაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- როგორც რთული წელი, რადგან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაგვჭირდა ახალი ტექნოლოგიების მოპოვება და დანერგვა სწავლებაში, რათა წარმატებით გაგვეხორციელებინა ონლაინ სწავლება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- სიახლეების ძიება და ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებისათვის.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- მშვიდ გარემოში მყოფი მოსწავლისაგან გამოვლენილი ძალადობა და აგრესია.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- იყვნენ თავიანთი შვილების მეგობრები და დაეხმარონ მათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენასა და ძლიერი მხარის დადგენაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- სკოლის იმ წარმატებებთან ერთად რაც უკვე გვაქვს, კიდევ რა გავაკეთო, რომ სკოლა იყოს უფრო წარმატებული და მოსწავლეთათვის თავშეყრის სასურველი ადგილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება