სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„100%-ით ვერ გამოვრიცხავთ სუბიექტივიზმს“ - მარიამ ჩიქობავა სახელმძღვანელოების გრიფირებაზე
14-03-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. 

უწყების ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, აღნიშნულ პროცესში, შემფასებელთა ჯგუფი „ანონიმურ“ სახელმძღვანელოს აფასებს, მოსაზრებებს აჯერებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ იღებს.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ შემფასებელმა არ იცის, რომელ სახელმძღვანელოს აფასებს, სუბიექტივიზმი 100%-ით გამორიცხული არ არის.

​„რამდენიმე ადამიანი აფასებს. ისინი დამოუკიდებლად აფასებენ; ანონიმურიც არის; შემფასებელმაც არ იცის, რომელ სახელმძღვანელოს აფასებს, მისთვის ეს სახელმძღვანელო ანონიმურია; შემდეგ ისინი აჯერებენ მოსაზრებებს და ასე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, აქ 100%-ით ვერ გამოვრიცხავთ სუბიექტივიზმს, ამიტომ არის რამდენიმე შემფასებელი. ეს ჯგუფი დამოუკიდებლად აფასებს, შემდეგ აჯერებს მოსაზრებებს და დებს გადაწყვეტილებას. 

ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან და იმისთვის, რომ სახელმძღვანელო იყოს ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობაში, არ იყოს დისკრედიტაციული, დისკრიმინაციული ენა გამოყენებული, დაბალანსებული იყოს სახელმძღვანელო სხვადასხვა ნიშნით და ა.შ. მაინც გაიპარება ხოლმე ზოგჯერ ირიბად, ასე ვთქვათ, არასწორი ფორმულირებები", - აცხადებს მარიამ ჩიქობავა.

სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული.

იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში ვერ მოხვდება გრიფირებული სახელმძღვანელო სკოლაში? 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება