| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის, ქვემო ფოცხოს დირექტორი კახაბერ შონია იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც თანამედროვე დირექტორებს აწუხებთ. რა გზა განვლეს დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე, როგორი დამოკიდებულება აქვს მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, რას განიცდის ყველაზე მეტად და რას ურჩევს მოსწავლეთა მშობლებს? - ამ კითხვებზე პასუხებს ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორის, კახაბერ შონიას ბლიც-ინტერვიუში ამოიკთხავთ.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- გაგვეაზრებინა დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც საკრალურ წელს.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ის, რომ ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში პოულობენ გამოსავალს.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მიუხედავად შფოთვისა, არიან ლაღები და გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას.
- მშობლებს ვურჩევდი...
- იყვნენ მშვიდები და პროაქტიურები, მხარი დაუჭირონ შვილებს.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ