სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოქმედის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის საფილტრი დანადგარი დამონტაჟდა
22-02-2021
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა.

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის, „სუფთა წყალი ბავშვებს“ ფარგლებში, მაღალი ტექნოლოგიის სასმელი წყლის საფილტრი დანადგარი დამონტაჟდა. დანადგარი 1 საათში, ქლორისა და ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, 500 ლიტრ წყალს ფილტრავს.

„მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შემოქმედის საჯარო სკოლაში, წლების განმავლობაში ვერ გვარდებოდა მოსწავლეთა სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა. დღემდე არ გამნელებია ის დადებითი ემოცია, როცა ქალბატონი ლელა იმედაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ აღნიშნულ პრობლემის მოგვარებას გვპირდებოდა ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი. ბატონმა ზაურმა ადგილზე დაათვალიერა სკოლაში არსებული წყლის სისტემა და თქვა - „თქვენ სასმელი წყალი გექნებათ“! მოკლედ მესაუბრა პროექტის - „სუფთა წყალი ბავშვებს“ შესახებ, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ორგანიზაცია-კავშირი „შალომ-კლუბ გურია“-ს მიერ და ფინანსდება ისრაელის „MASHAV”-ის თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებდა მაღალი ტექნოლოგიის სასმელი წყლის საფილტრი დანადგარის დამონტაჟებას, რომელიც საათში 500 ლიტრ წყალს ფილტრავს ქლორისა და ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. დანადგარი სასმელ წყალს ასუფთავებს ყველა სახის ინფექციური ბაქტერიებისგან.

დღეს, შემოქმედის საჯარო სკოლას სასმელი წყლის პრობლემა აღარ აწუხებს, რისთვისაც უზომოდ მადლიერები ვართ. ბატონო ზაურ, მადლობას გიხდით შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული თითოეული პერსონალის სახელით იმისთვის, რომ ეხმარებით საგანმანათლებლო სისტემას მსგავსი პრობლემების მოგვარებაში!

გულითადი მადლობა ქართველი ხალხის 26 საუკუნოვან მეგობრებს - ებრაელ ხალხს თავიანთი დანაზოგით სხვაზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითისთვის!

მადლობა ისრაელის საელჩოს მსგავსი პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის", - აღნიშნულია შემოქმედის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება