სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების პრიორიტეტებზე საუბრობს
22-02-2021
-
+


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიურ მიმართულებებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან მსოფლიოში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ტექნოლოგიებს აქვს.

ამასთან, პრემიერობის კანდიდატმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ პროფესიაში შესვლის ან პროფესიის განვითარების უწყვეტობის შესაძლებლობა.

„ეკონომიკური პერსპექტივა შეიძლება მხოლოდ ცოდნას დაეფუძნოს, ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარება არსებითი ამოცანაა. განათლება მეტად უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრების გამოწვევებს. მსოფლიოში მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიებს აქვს გადამწყვეტი როლი, ამიტომ ტექნოლოგიების არათუ შექმნა, გამოყენებაც კი შეუძლებელია სათანადო ცოდნის გარეშე. შესაბამისად, საჭიროა, უმაღლეს განათლებაში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და მეწარმეობასთან დაკავშირებული დარგების მეტი ხელშეწყობა.

მინდა ყურადღება გავამახვილო პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობისთვის. დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ უნივერსიტეტის ფორმალური დიპლომი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა ვერ იყენებს, არამედ ცოდნა და პროფესია, რომელიც ახალგაზრდებმა უნდა შეიძინონ.

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ პროფესიაში შესვლის ან პროფესიის განვითარების უწყვეტობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება