სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლები დაუღალავად და მოტივირებულად შრომობენ პანდემიის მიუხედავად“ - რუსუდან მეტრეველი, სორის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის დირექტორმა, რუსუდან მეტრეველმა ისაუბრა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ ეს არის საუკუნის გამოწვევა. მსოფლიო შეიძლება მთლიანად  გაანადგუროს ამ გამოწვევამ თუ სათანდო დონეზე არ გავუმკლავდებით იმ დიდ პრობლემას, რომელიც შეიქმნა. დაგვანახა, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს; როგორ უნდა გვიყვარდეს; როგორ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის და რომ საჭიროა ყველა უსაფრთხოების დაცვა ყველა დროს და ყოველთვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა თანამედროვე საქმიანობებისთვის ცივილიზაციით სავსე 21-ე საუკუნეში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე წელს საუკუნეების მანძილზე. თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი წელი დაუდგებოდა სამყაროს. სამყარო თითქმის გააჩერა 2020 წელმა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია ის, რომ ისინი პანდემიის მიუხედავად, დაუღალავად და მოტივირებულად შრომობენ იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს ამაღლებული. ისინი ორმაგად მოერგნენ არსებულ სიტუაციას, ზრუნავენ იმ უსაფრთხო გარემოებების დაცვაზე, რაც სჭიროა კოვიდ-პანდემიის დროს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რომ ლაღ ცხოვრებას მიჩვეული ბავშვები უცებ აღმოჩნდნენ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. ნიღბები, ონლაინ გაკვეთილები, შეშინებული თვალები, მაგრამ მაინც ძლიერები და ყველა იმ წესის დამცველი, რაც ამ პერიოდისთვის არის საჭირო. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, რომ როგორც არასდროს, დღეს ყველაზე მეტი თანადგომა სჭირდება მათ შვილებს, რათა სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვებში არ განვითარდეს შიშისა და დეპრესიის გრძნობა. ასევე ვურჩევდი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საუკეთესო ხერხების გამოყენებას, როგორც შვილებთან ასევე სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პანდემიის ფონზე, რომელმაც დაანგრია ეკონომიკა, შეაჩერა ცოცხალი ურთიერთობები ადამიანებს შორის. ინტერნეტთან დამოკიდებულებამ არ გააცივოს ის სიყვარულით სავსე შეხვედრები, როგორიც იყო. ვფიქრობ, როგორ გარემოში დაიწყება ახალი სასწავლო წელი და დავუბრუნდებით თუ არა იმ ლაღ ცხოვრებას, რაც იყო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება