სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე ხშირად ვფიქრობ, აღვზარდო განათლებული, ჯანსაღი, პრაქტიკული, უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები“- ეთერ ჩიკვილაძე, შეუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა კოვიდ-პანდემიის დროს, რა დაანახა 2020-მა წელმა, რა აკვირვებს მოსწავლეებში და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-ს ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიკვილაძემ ისაუბრა.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- სასწავლო დაწესებულება უნდა იყოს მოწესრიგებული და მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებზე. სკოლას უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიო პანდემიის პირობებში კოვიდ19-სგან დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ეფექტური განხორციელება. აგრეთვე დავიცვათ დაავადებათა ეროვნული კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მითითებები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- როგორ გაართვას თავი სკოლამ საგანგებო სიტუაციაში სწავლების ალტერნატიული ფორმის შემუშავებას, რომელიც დაიცავს თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას თანასწორად, ამავდროულად დაცული იქნება მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

2020 წელს დავახასიათებდი... 

- 2020 წელი იყო მძიმე და გამოწვევებით აღსავსე, გვასწავლა განსაცდელის დროს გამოსავლის ნახვა. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწია სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადასვლა, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა შესაბამისი პირობები ონლაინ სწავლებისთვის, მაგრამ მასწავლებლების ძალისხმევისა და მონდომების წყალობით არ შეფერხებულა სასწავლო პროცესი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ კოლექტივი არის ერთსულოვანი, არის კოლეგიალური დამოკიდებულობა, ურთიერთთანამშრომლობა, ინტერესი სიახლეების მიმართ. წესრიგი და ზრუნვა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდაზე. პროფესიისადმი ერთგულება. სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- გასულ წლებთან შედარებით სწავლისადმი ნაკლები ინტერესი, წიგნის მიმართ დამოკიდებულება, ინდიფერენტულობა, ურთიერთდამოკიდებულება, ციფრული ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება.

- მშობლებს ვურჩევდი... 

- აქტიურ ჩართულობას სასწავლო ცხოვრებაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- დავნერგო ინოვაციები საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, აღვზარდო განათლებული, ჯანსაღი, პრაქტიკული, უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები, ეროვნული სულისკვეთებით, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქეებად, მათთვის სასურველ, უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში, დაცული იყოს სკოლა და საზოგადოება ბულინგისგან. ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი უნარებისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა, მივცე თანაბარი შანსი წარმატების მისაღწევად. უზრუნველყო სკოლის პედაგოგების პროფესიული ზრდა თემში და მშობლების აქტიური ჩართულობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში უცხოური ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და ლიტერატურული ანალიზის საფუძველზე კრიტიკული აზროვნების განვითარებას

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება