სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ცოცხალ ადამიანს საფიქრალს რა გამოულევს?“ - ანა მეტრეველი, ღარის საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის, ღარის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომლის სასკოლო საზოგადოებამ ღირსეულად დაძლია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ყველა გამოწვევა და დღეს, როდესაც სკოლა საკლასო ოთახებში დაბრუნებული მოსწავლეებით ხარობს, დირექტორი - ანა მეტრეველი ბლიც-ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იმასაც გვიმხელს, როგორ დაინახა საკუთარ მოსწავლეებში გულისხმიერი მეგობრები.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .

- სკოლამ უნდა მოახერხოს სიტუაციის სწრაფი ანალიზი და მიმართოს ყველა საჭირო რესურსი, რათა სკოლის ფუნქციონირება წარიმართოს შეუფერხებლად. პანდემიამ დაგვანახა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა სასწავლო პროცესში.მასწავლებლების მაღალი მზაობა ახალი გამოწვევის წინაშე, მათი ერთგუნდად მუშაობა, მონდომება, ჩვენი სკოლის თითოეულმა მასწავლებელმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- თუ იქნება საჭირო მონდომება, შეუძლებელი არაფერია, მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა, რომ სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო და მიზანმიმართული. ასევე გამოიკვეთა ამ მხრივ, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მოგვეცა შესაძლებლობა, მომავალი სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. გააქტიურდა კომუნიკაცია მოსწავლეთა მშობლებთან, რომლებმაც უშუალოდ დაინახეს საგაკვეთილო პროცესი, უკეთ შეაფასეს თავიანთი შვილების საჭიროებები.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ სწავლა-სწავლების პროცესი სრულყოფილია მხოლოდ სასკოლო სივრცეში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი იყო რთული, მოლოდინითა და ახალი გამოწვევებით სავსე. ამ წელმა დაგვანახა, რაოდენ აუცილებელია უსაფრთხოებისა და  ჰიგიენის ყველა წესის  დაცვა. დაგვანახა რომ არასოდეს უნდა მოდუნდე და ყოველთვის მზად იყო ახალი გამოწვევების მისაღებად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მიხარია მათი გუნდურად მუშაობის პრინციპი, თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, დაუზარებლობა. ახალი ინიციატივებისა და მუდმივად სიახლის ძიება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ძნელია, დღეს რამე გაგიკვირდეს, თუმცა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მათში სანდო და გულისხმიერი მეგობარი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მიიღონ თავიანთი შვილები ისეთები, როგორებიც არიან და ნუ მოითხოვენ მათგან იმაზე მეტს, რისი შესაძლებლობაც აქვთ. მეტი მხარდაჭერა და დახმარება გაუწიონ, მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ, ვცდილობ, ყოველი მომდევნო დღე იყოს წინაზე უკეთესი, უფრო ფერადი, ხალისიანი, მოტივირებული. ყოველი დღის ბოლოს ვცდილობ, გავაანალიზო განვლილი დღე სკოლაში მომხდარ ყველა წვრილმანზე, ვის, როგორ მოვექეცი, ვინ დამრჩა ყურადღების გარეშე, რა შემეშალა, ვის ავუმაღლე მოტივაცია, ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევს, მომდევნო დღე გავხადო წინაზე უკეთესი...

ვფიქრობ, ყველაფერზე, რაც გარშემო ხდება... ცოცხალ ადამიანს საფიქრალს რა გამოულევს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს

სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს და ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს

 

 

სკოლაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ქართული ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება