სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

რა არის დირექტორების წარმატების ფორმულა - შეფასებები
12-02-2021
-
+


რა არის წარმატებული დირექტორის ფორმულა; რა შეიძლება გახდეს წარმატების საწინდარი - სწორი მენეჯმენტი, პროფესიონალიზმი თუ მენეჯერისა და მასწავლებლის ფუნქციების თანაბრად კარგად შესრულება; ნიშნავს თუ არა წარმატებული დირექტორი წარმატებულ სკოლას? - აღნიშნული შეკითხვებით etaloni.ge-მ სკოლის დირექტორებს მიმართა. 


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი ლია როსტიაშვილი:

წარმატებულია დირექტორი, როდესაც სკოლა არის წარმატებული; როდესაც ყველა პირობაა შექმნილი კარგი სწავლა-სწავლებისთვის, მშვიდი გარემოა და აკადემიურადაც მაღალი მოსწრების მოსწავლეები ჰყავს. წარმატებული დირექტორი კარგი მენეჯერი უნდა იყოს, ყველაფერი უზრუნველყოფილი ჰქონდეს. დაცული ჰქონდეს დისციპლინა და რაც მთავარია, უნდა უზრუნველყოფდეს ხალისიან გარემოს, რაც არის ჩემს სკოლაში. საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა, მივიჩნევ, რომ მე წარმატებული დირექტორი ვარ და სკოლაც წარმატებულია. ძალიან მშვიდი გარემო მაქვს სკოლაში. ყველა პირობა მაქვს შექმნილი და ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. დასწრება გვაქვს ძალიან მაღალი. მთელი დღის განმავლობაში, შესაძლოა, 10-12 მოსწავლე გვაკლდეს მხოლოდ“.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი:

აუცილებელია, კრიზისული სიტუაციების მართვა, ერუდიცია. დირექტორი, იმისთვის, რომ სკოლა იყოს წარმატებული, უნდა იყოს ძალიან მობილური, ითვალისწინებდეს კრიზისულ სიტუაციებს და შეეძლოს პრობლემების პროგნოზირება. ასევე, ზრუნავდეს ერუდირებული კადრების მომზადებაზე. წარმატებული დირექტორი, პირველ რიგში, კარგი მენეჯერი უნდა იყოს.


ქალაქ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბალახაშვილი: 

ვფიქრობ, წარმატებული დირექტორის ფორმულა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი განვითარება. ალბათ, ძალიან დიდ როლს თამაშობს პიროვნული რესურსი თანამშრომლებთან ურთიერთობაში. წარმატებული დირექტორი უნდა ცდილობდეს მუდმივად თვითგანვითარებას და არ უნდა ჩერდებოდეს. შესაძლოა, ტრაფარეტულია ეს ფრაზა, მაგრამ ხელი უნდა ედოს მუდამ მაჯაზე. იყო პერიოდი, როდესაც დირექტორებს მხოლოდ მენეჯერობას სთხოვდნენ და სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ სასწავლო პროცესის არსიც კარგად უნდა ესმოდეს დირექტორს. წარმატებული დირექტორი ნიშნავს, რომ გუნდი არის მთლიანობაში წარმატებული, აღნიშნული კი, საბოლოოდ, სკოლის წარმატებასაც განაპირობებს.


ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კურდღელაშვილი:

წარმატებული დირექტორი აქტიური უნდა იყოს სკოლის ცხოვრებაში. ჰქონდეს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ჰყავდეს გუნდი, რომლის მიზანიც იქნება, გაზარდოს წარმატებული მოსწავლეები. დირექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, კარგი მენეჯერიც უნდა იყოს და კარგი მენეჯერი რომ იყო, კარგი მასწავლებლები უნდა გყავდეს. მე მიმაჩნია, რომ ჩემთან ყველა მიმართულება სკოლაში არის წარმატების საკმაოდ მაღალ ნიშნულზე.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ციური გიქორაშვილი: 

დირექტორი უნდა იყოს ლიდერი - კომუნიკაბელური, ტოლერანტი თანამშრომლებთა მიმართ. წარმატებული დირექტორი მშობლებთან ურთიერთობაშიც კომუნიკაბელური უნდა იყოს. ასევე კარგი მენეჯერი, პროფესიონალი და თავის საქმის მოყვარული. აუცილებლად კარგი მასწავლებელი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს. მუდმივად ვითარდებოდეს პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი სინთეზურად სკოლის წარმატებას განაპირობებს.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური: 

წარმატებული დირექტორი სასწავლო პროცესსაც კარგად უნდა უძღვებოდეს და სამეურნეო საქმესაც. დირექტორი თავისი საქციელით, მაგალითით სკოლის წარმატების 50%-ს ან მეტს განაპირობებს. წარმატებული დირექტორი ლიდერი უნდა იყოს, სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიმღები და კარგად ერკვეოდეს სიტუაციებში. წარმატებული დირექტორი კარგი მასწავლებელიც უნდა იყოს - როგორი მაგარი მენეჯერიც არ უნდა იყო, თუ მასწავლებლის ტკივილი არ გესმის, ვერ იქნები სრულყოფილი დირექტორი.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური: 

წარმატებული დირექტორის ფორმულა მდგომარეობს შემდეგში: განვითარებული სკოლა, მოსწავლეების წარმატება, თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობა და ჩართულობა სკოლის საზოგადოებაში. წარმატებული დირექტორი ასევე კარგი მენეჯერი და კარგი მასწავლებელი უნდა იყოს. მისი წარმატება კი, სკოლის წარმატებასაც განაპირობებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება