| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლები იხსნება, თუმცა ისიც გარკვეულია, რომ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს და საშიშროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომელიმე კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებას კვლავ დაუბრუნდეს.
თუმცა რა შემთხვევაში მოხდება ეს და ვინ წყვეტს, სკოლების გახსნა-დახურვის საკითხს - ესაა საინტერესო.
ირკვევა, რომ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ან ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, ან – მხოლოდ კონკრეტული კლასი და სწავლაც დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში კი - სკოლა გადავა დისტანციურზე თუ კონკრეტული კლასი, გადაწყვეტილება ადგილობრივი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
ეპიდემიოლოგები აფასებენ ვითარებას და ამის შესაბამისად გასცემენ კლასის ან მთლიანად სკოლის დახურვის რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ როგორც კონკრეტულ სკოლაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას