| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლები იხსნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა უკვე განაცხადა, ხოლო ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა დასძინა, რომ მშობლებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, დისტანციური სწავლება აირჩიონ.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - ყველა ჩვენი მოსწავლე ელოდებოდა სწავლის დაწყებას და 15 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი მთლიანად იქნება აღდგენილი.
ასევე შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს შექმნილი აქვს შესაბამისი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, როგორც ფიზიკურად დაესწროს გაკვეთილებს, ასევე ბავშვის ან მშობლის სურვილით, იქნება შესაძლებელი ონლაინ-სწავლებაც“.
მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - online.emis.ge.
იხილეთ ასევე: 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები იხსნება, 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი
საბავშვო ბაღები 15 თებერვალს არ გაიხსნება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება