სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლაში სიარულს შეძლებენ მოსწავლეები, რომელთაც კომპიუტერი არ აქვთ - შეზღუდვების პირობებში გამონაკლისს ინგლისში დაუშვებენ
14-01-2021
-
+


ინგლისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიუხედავად, დისტანციური სწავლებისა და პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებებისა, მოსწავლეები, რომელთაც კომპიუტერი არ აქვთ სკოლაში სიარულს შეძლებენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ განაცხადა, რომელიც ინგლისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 იანვრიდან ამოქმედდა. სახლიდან გამოსვლა ნებადართულია დღეში არაუმეტეს 1 საათისა. ამასთან, მკაცრად შეზღუდული საქმიანობისთვის: ფიზიკური ვარჯიშისთვის, პროდუქტების და პირველადი აუცილებლობის ნივთების შესაძენად და დახმარების აღმოსაჩენად. ყველა სკოლა და კოლეჯი (გარდა იშვიათი გამონაკლისისა) სამშაბათიდან თებერვლის არდადეგებამდე დისტანციურ სწავლაზე გადადის.

მაგრამ, მედიარეგულატორის Ofcom-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ბავშვების დაახლოებით 9%-ს  (1,1 მილიონიდან 1,8 მლნ-მდე) არ აქვს სახლში კომპიუტერზე, ნიუთბუქზე ან პლანშეტზე წვდომა. მათგან 880 000-ზე მეტი ბავშვი კი ცხოვრობს ოჯახებში, სადაც მხოლოდ მობილური ინტერნეტია. 

დიდი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს განცხადებით, იმ ბავშვების, რომელთაც არ აქვთ მოწყობილობები ან სახლში მეცადინეობისთვის მშვიდი ადგილი, კლასიფიცირება მოხდება, როგორც „დაუცველი კატეგორია“ და ისინი სკოლაში სიარულს შეძლებენ. ასე, რომ ინგლისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვები „დაუცველი კატეგორიიდან“ საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება