| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მაშინ, როცა ონლაინ სწავლება კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და სწავლა მომავალი სემესტრიდან სკოლების უმეტესობაში დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის აუცილებელია გარკვეული კიბერტერმინოლოგიის ცოდნა.
ისეთი ცნობილი სიტყვების გარდა, როგორიც აპლიკაცია, ბოტი, დაბლოკვა, განახლება, ონლაინი და ოფლაინი, უამრავი ისეთი სიტყვაა, რომლის განმარტებაც ცოტამ თუ იცის, თუმცა ისინი მნიშვლეოვან როლს თამაშობენ ინტერნეტსამყაროში.
კიბერტერმილონოგიის ათვისება მასწავლებლებსა და მშობლებს მოზარდების უსაფრთხოების დაცვისათვის, მათი ჯანსაღი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.
etaloni.ge გთავაზობთ კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის ლექსიკონს:
ბაისტენდერი (ინგლ. Bystander): სკოლაში, ონლაინსივრცეში, ან სხვა ადგილას დევნის მომსწრე ან მოწმე. ეს შეიძლება იყოს დაზარალებულის ან აგრესორის მეგობარი, თანაკლასელი, პედაგოგი ან სხვა პირი. ბაისტენდერი მომსწრეა დაშინების ფაქტის, რომელიც მოხდა სკოლის შიგნით, გარეთ ან ონლაინსივრცეში;
განახლება (ინგლ. Update): ხარვეზების გამოსწორება ოპერაციულ სისტემაში მწყობრიდან გამოსული ან მოძველებული ვერსიების დასახვეწად;
გრუმინგი (ინგლ. Grooming): მოზარდის ან არასრულწლოვნის დაყოლიება სექსუალურ ქმედებაზე ინტერნეტის მეშვეობით.
დატროლვა/ტროლინგი (ინგლ. Trolling): მომხმარებელთა მაპროვოცირებელი ან დამცინავი კომენტარების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში;
დოქსინგი (ინგლ. Doxing): პირადი მონაცემების, ან საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოქვეყნება კონკრეტული ფიზიკური პირის შესახებ ინტერნეტში, როგორც წესი, უარყოფითი განზრახვით;
ლიურინგი (ინგლ. Luring – შეცდენა): მოზიდვა, შეცდენა ან დაყოლიება, რომელიც გულისხმობს ხრიკების მეშვეობით არასრულწლოვანთა სექსუალურ ქმედებაზე დაყოლიებას სრულწლოვანთა მიერ ონლაინკავშირის მეშვეობით;
სენსიტიური მონაცემები: პერსონალური მონაცემები, რომლებიც ეხება ადამიანის ფიზიკურ და ზნეობრივ მონაცემებს, მათ პირად ცხოვრებას, თვისებებს, რასობრივ წარმომავლობას, იდეოლოგიას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რწმენას ან რე- 14 ლიგიურ მრწამსს, ნასამართლეობის მონაცემებს, ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სექსუალურ ორიენტაციას;
სპამი (ინგლ. Spam): ინტერნეტის მეშვეობით მიღებული შეუსაბამო შეტყობინებები, როგორც წესი, გათვლილი დიდი რაოდენობით მომხმარებელთათვის; შესაძლებელია ატარებდეს საფრთხისშემცველ ინფორმაციას ან ვირუსებს, ან უბრალოდ ვრცელდებოდეს გარკვეული პროდუქციის რეკლამირების მიზნით;
ფიშინგი (ინგლ. Fishing): ციფრული თაღლითობა, როგორც წესი, განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც გამოიხატება ყალბი შეთავაზებებით მომხმარებლის მოსატყუებლად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ანგარიშები, პაროლები და სხვა;
ფლეიმინგი (ინგლ Flaming): შეურაცხმყოფელი გამოთქმების ან ძალადობრივი ენის/შეტყობინებების გამოყენება ციფრულ სივრცეში;
ფორუმი (ინგლ. Forum): ვებგვერდი ან ვირტუალური სივრცე, რომლის გამოყენება ხდება მრავალი მომხმარებლის მიერ ონლაინდისკუსიისათვის ან იდეებისა და აზრების გასაცვლელად სხვადასხვა თემის ირგვლივ;
ჰაშთაგი (ინგლ. Hashtag): საკვანძო სიტყვა, ფრაზა, ან ალფაციფრული სიმბოლოები, რომელიც გამოხატულია გაბმულად, სივრცის გამოტოვების გარეშე და აღნიშნულია # ნიშნით; გამოიყენება მეტწილად სოციალური მედიის ვებგვერდებზე და აპლიკაციებზე, განსაკუთრებით კი ტვიტერზე და ინსტაგრამზე, კონკრეტულ თემაზე შეტყობინებების იდენტიფიცირებისათვის;
ჰეითერები (ინგლ. Haters): ინტერნეტმომხარებლები, იგივე გამომწერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში, აპლიკაციებში, ან ჩატში ტოვებენ ნეგატიურ კომენტარებს გარკვეული თემების ან სხვა მომხმარებლების წინააღმდეგ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ