სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გადავწყვიტე სკოლის გარემოდან მომელოცა დამდეგი შობა-ახალი წელი“- ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი მისალოც წერილს ავრცელებს
29-12-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლელა გვრიტიშვილმა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, თანამშრომლებს, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა ახალი წელი სკოლის საზეიმოდ მორთული ეზოდან მიულოცა. 

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, ჩემი სოფლის თითოეულო მაცხოვრებელო მივესალმები ჩვენი სკოლის თითოეულ თანამშრომელს და სრულიად საქართველოს.

მიუხედავად იმისა რომ ონლაინ სწავლების რეჟიმზე ვართ, გადავწყვიტე სკოლის გარემოდან მომელოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, გარემო რომელიც არის საწყისი თითოული ჩვენთაგანის კეთილდღეობისა.

მინდა ვისარგებლო ამ დღით და განათლების სფეროში მოღვაწე თითოეულ ადამიანს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. დამდეგს ვულოცავთ რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს რესურსცენტრის თითოეულ თანამშრომელს ჯანმრთელობას და დიდხანს მოღვაწეობას ვუსურვებთ. დამდეგს ვულოცავთ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტს მერიას რადგან მათ მიერ ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად მოეწყო და გალამაზდა ჩვენი სკოლის გარემო, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით, მერს ბატონ ზაზა მელიქიძეს გაწეული სამუშაობისთვის და მუდმივად გვერდში დგომისთვის.

დამდეგ ახალწელს ვულოცავთ მათ ვინც ადამიანების კარგად ყოფნისთვის ყველაფერს აკეთებს. შობა- ახალ წელს ვულოცავ იმ ადამიანებს ვისაც ნაკლებად ეზეიმება მაგრამ ყოველ ახალ დღეს მაინც იმედით და სასწაულების რწმენით ხვდება ახალ წელს ვულოცავთ თითოეულ ემიგრანტს და თავიანთ კერაზე მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ.

მიუხედავად შექმნილი ეპიდ სიტუაციისა გვინდა დაუვიწყარი დღეები გვეჩუქებინა თქვენთვის და ეს გარემო ღია ცის ქვეშ თქვენ გიმასპინძლებთ, იმედი მაქვს აქ მოსვლის შემთხვევაში დაიცავთ ჯანდაცვის მიერ მითითებულ ყველა რეკომენდაციას და მოუფრთხილდებით თითოეულ ნივთს და გარემოს.










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება