სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლაში კვირეულის - „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა
29-12-2020
-
+


9 დეკემბერს, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში კვირეულის - „არა ძალადობას, ძალა უფლებას“ შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა.

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული, მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ეშა თაკალანძემ და დირექტორის მოადგილე ნატო ესართიამ ჩაატარეს.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს ძალადობის თემაზე მიაწოდეს ინფორმაცია, მოსწავლეებმა გაამზადეს გაზეთები -„ხელი ხელს ჩავჭიდოთ“ (ანი ღულათავა) და „უარი თქვი ძალადობაზე“ (ანრი შამათავა).

მოსწავლეებს გადაუნაწილდათ თემები- ფიზიკურ ძალადობაზე- თედო თოლორაიას, კიბერ ბულინგზე- ანი ღულათავას, ფსიქოლოგიურ ბულინგზე - თიკო საბულუას, რჩევები მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს- ნანა თოდუას. ვიდეო ფილმები ბულინგის თემაზე მოიძიეს გიორგი და დიმიტრი ვართაგავებმა.

ძალადობაზე ნახატები წარმოადგინეს მე-6 კლასის მოსწავლე ნუციკო შამათავამ და მე-5 კლასის მოსწავლე თაზო საბულუამ.

„კვირეულის დასკვნითი ნაწილი იყო ძალიან საინტერესო, რადგან გამოყენებული იქნა ვიდეო ფილმი „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“ დარბაზში მყოფმა მოსწავლეებმა ამ ვიდეოს გარშემო და მათი პრაქტიკული ცხოვრებიდან თვითონ გამოთქვეს მოსაზრებები. კვირეული დასრულდა სიმღერით - „არა ძალადობას“. მადლობა ვუხდით თითოეულ მონაწილეს ასე საინტერესოდ ინფორმაციის მოწოდებისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება