| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი 2020 წლის მიწურულს წელს აჯამებს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დამდეგ ახალ-წელს ულოცავს.
„მოგეხსენებათ, 2020 წელი ბოლომდე აღმოჩნდა გაბრძოლების წელი პანდემიასთან და ეს საგანმანათლებლო სფეროს, კერძოდ სკოლას ძალიან დაეტყო. დისტანციური სწავლების გამოცდილება მართალია, გვქონდა, მაგრამ ონლაინ ფორმატი ამ საუკუნის საინტერესო გამოწვევაა. 2020 სასწავლო წლის დასაწყისი დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა დაიწყო, ხოლო პირველი დეკემბრიდან სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გამო გადავინაცვლეთ მონიტორის ფანჯარაში. ვერ გეტყვით, რომ ონლაინ სივრცეში არ იყო აქტიურობა - იგულისხმება პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა „ახალი სკოლის მოდელში“. თითქმის ყოველ კვირას მოსწავლეების ნამუშევრების პრეზენტაციას ვუსმენდით, კომპლექსური დავალება კი მათთვის უკვე კარგად გააზრებული შეთავაზებაა, რომელზეც გარკვეული დროის მანძილზე მუშაობდნენ. მუშაობდნენ წარმატებით, ინტერესითა და პედაგოგის მრავალფეროვანი ძალისხმევით. დაწყებით საფეხურზე საანბანო თემაზე შექმნილი შემოქმედებით პროდუქტები, საბაზო საფეხურზე დანერგილმა ბავშვებისთვის მიმზიდველმა საქმიანობამ და საშუალო საფეხურზე გაკეთებულმა პროექტებმა ნათლად დაგვანახა, რომ თუ მოიწადინებ, დისტანციურადაც საფუძვლიანად ზრუნავ მოზარდების გამჭოლ კომპეტენციებზე. 2021 დამდეგი წელი მისურვებია სკოლისთვის, კოლეგებისთვის, მოსწავლეებისთვის იყოს სიკეთის მომტანი, განათლების კუთხით ბევრი დაწყებული დიდი საქმის გაგრძელების და წარმატებით დასრულების წელი. გამოწვევების არ გვეშინია! მუხლჩაუხრელი შრომის წინ კიდევ უკეთესი მოლოდინებია!“,- აღნიშნავს ირინა ხელისუფალი.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება