სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების“ 100 საათიანი კურსი
24-12-2020
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი იწყებს ონლაინ ტრენინგ კურსს 33 პარტნიორ ორგანიზაციასთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრ და ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან" ერთად.

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების" 100 საათიანი კურსი

საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული №478 დადგენილების „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი" თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგს უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ფლობასთან ერთად, გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადების კურსი.

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა" გთავაზობთ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის" მიხედვით.

ტრენინგ-მოდული მოიცავს 6 სამუშაო შეხვედრას (შეირჩევა სამი შაბათ-კვირა მონაწილეთა სურვილის მიხედვით). თითოეულ შეხვედრას დაეთმობა 11 საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი).

არასაკონტაქტო საათების რაოდენობაა - 34 საათი.

დაგროვებული ECTS კრედიტების რაოდენობა - 4 კრედიტი.

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან (თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი), რომლებიც შეესაბამებიან შემდეგ თემებს:

1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;

2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;

3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტები.

ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით. სერთიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.

ტრენინგ-მოდულის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული, მისი აღწერილობა და საბოლოო ტესტირების შედეგად მიღებული შეფასება.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ტრენერები.

კურსის გავლა ფასიანია.

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ წარმატების აღსანიშნავად გთავაზობთ ძალიან დიდ ფასდაკლებას, რომელიც ჯერ არც ერთ სასწავლო ცენტრში არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ პირველები ვართ !

ტრენინგ-მოდულზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 597 90 64 90

ტრენინგ ცენტრი გისურვებთ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება