სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იღებენ თუ არა დეკრეტული შვებულების ორმაგ ანაზღაურებას მასწავლებლები, რომლებიც ორ სკოლაში მუშაობენ?
24-06-2021
-
+


სახელმწიფო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებას გასცემს. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ეკუთვნის ყველას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურებში დასაქმებულებს.

იღებენ თუ არა დეკრეტულის ორმაგ თანხას მასწავლებლები, რომლებიც ორ სკოლაში მუშაობენ? - ამ კითხვით etaloni.ge-ს პედაგოგებმა მიმართეს.

კანონის მიხედვით, დახმარება გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. არაუმეტეს 1000 ლარი იმიტომ, რომ დეკრეტული შვებულების თანხა დასაქმებულის შრომის პერიოდსა და აღებული ხელფასის რაოდენობაზეა დამოკიდებული და შესაძლოა, ნაკლებიც იყოს.

იმისთვის, რომ დეკრეტული შვებულების თანხა აგინაზღაურდეთ, მინიმუმ ბოლო 3 თვე უნდა იყოთ დასაქმებული. თანხა კი ნამუშევარი თვეებისა და დღეების მიხედვით გამოითვლება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან არაუმეტეს 1000 ლარს მიიღებთ. თუმცა ორგან დასაქმება ხელს შეგიწყობთ, თანხა მიიღოთ მაქსიმალური ოდენობით, ანუ თქვენი ორივე ხელფასი ერთად დაანგარიშდება და გამოითვლება.

კანონში ვკითხულობთ, რომ ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იმსახურებთ დეკრეტული შვებულების თანხასაც და ანაზღაურებადი შვებულებით გათვალისწინებულ თანხასაც.

რა საბუთები უნდა წარადგინოთ, რომ მიიღოთ დეკრეტული შვებულების კუთვნილი თანხა?

დასაქმებულისთვის დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე;
  • საავადმყოფო ფურცელი, შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების დამადასტურებელი დოკუმენტი, (დედნების დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);
  • დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დაფინანსების განაცხადი ორ ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოში როგორც დამსაქმებელს, ასევე თქვენც შეგიძლიათ.

რა პერიოდით შეიძლება ისარგებლოს დასაქმებულმა მოქალაქემ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით და მათ შორის რამდენია ანაზღაურებადი?

თუ ხართ ორსულად, შეგეძინათ ბავშვი, ან გსურთ ახალშობილის შვილად აყვანა, თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით  - 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, თქვენი შეხედულებისამებრ, შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.


ასევე იხილეთ: 

მასწავლებლის დეკრეტული შვებულება - უხდის თუ არა სკოლა თანხას და ეკუთვნით თუ არა 6 თვის ხელფასის ანაზღაურება პედაგოგებს?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება