სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფოსტით გაგზავნილი დავალებები - როგორ უკავშირდებიან სკოლები მოსწავლეებს, ვისაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი აქვს?
18-12-2020
-
+


გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრი ალბათ ბევრი მასწავლებლისთვის, მოსწავლისა და მშობლისთვის კოშმარულ სიზმარს ჰგავს დისტანციური სწავლების გამო, თუმცა ამ მხრივ არც 2020-2021 სასწავლო წელსაა სახარბიელო ვითარება. ჯერ კიდევ მაშინ, სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ გაუმართავი ინტერნეტკავშირის გამო, სრულფასოვნად ვერ ტარდებოდა ონლაინ-გაკვეთილები, ზოგ შემთხვევაში კი ვითარებას ართულებდა ის, რომ მოსწავლეებს, ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ ჰქონდათ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და გვერწმუნეთ, ეს მხოლოდ რეგიონებში არ ხდებოდა. თბილისშიც კი არსებობენ ასეთი ოჯახები და დიახ, მათ დღესაც არ აქვთ საშუალება ბავშვები ონლაინ-სწავლებაში ჩართონ.

საინტერესოა, რა ხერხს მიმართავენ მასწავლებლები იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე საერთოდ ვერ ერთვება დისტანციურ სწავლებაში, ვერც ონლაინ გაკვეთილებს ესწრება, ვერც დავალებებს იღებს და შესაბამისად, ვერც მასწავლებლებისთვის მათ გადაგზავნას ახერხებს?

როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ამ საკითხის მოგვარება თავიდან ბოლომდე სკოლის დირექციაზეა დამოკიდებული და სწორედ დირექტორმა უნდა გადაწყვიტოს, რას მოუხერხებს ონლაინ-სწავლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს.

მასწავლებლის როლი, ბუნებრივია, ასეთ დროს, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ რა უნდა ქნას პედაგოგმა? თითოეულ მოსწავლეს ტელეფონით რომც დაუკავშირდეს და დავალება მისცეს, უკუკავშირის დამყარება, ინტერნეტისა და კომპიუტერის არარსებობის შემთხვევაში, მაინც შეუძლებელი იქნება - ვერც იმას გააკონტროლებს - როგორ შეასრულა მოსწავლემ დავალება და საერთოდ ვერც გაიგებს, ისწავლა თუ არა რამე.

ჰოდა, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, ზოგმა სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება - იმ მოსწავლეებს, ვისაც ინტერნეტსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვს, დავალებები ფოსტით გაუგზავნოს. მართალია, აქაც გაუგებარია, როგორ დაამყარებენ უკუკავშირს და ბავშვსაც ფოსტით მოუწევს თუ არა შესრულებული დავალებების სკოლაში გადაგზავნა, მაგრამ დირექცია მოსწავლეების წინაშე პირნათელი გამოდის.

როდესაც განათლების სამინისტროში ვიკითხეთ, რამდენად შეესაბამებოდა მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს - რა სისულელეა, აუცილებლად გავარკვევთო, გვიპასუხეს და დღემდე არკვევენ, თუმცა ფაქტია - ზოგმა სკოლამ ნამდვილად გადაწყვიტა ფოსტით დავალებების გაგზავნის მეთოდისთვის მიემართა, ჰოდა, სანამ ოფიციალურ სტრუქტურაში არკვევენ ამ ინფორმაციის ნამდვილობას, არ გაგიკვირდეთ, თქვენს შვილს, საშინაო დავალებას კურიერი თუ მოუტანს.

ჩვენ კი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ერთი კითხვა გვიჩნდება - დედაქალაქის სკოლები რომ ასეთი პრობლემების წინაშე დგას, რა ხდება რეგიონებში?!


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება