| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა, რომლებსაც ჟურნალისტობა ძალიან მოსწონთ, თავისივე გადაცემაში „გვირილები“ სკოლაში გარე დაკვირვებისთვის დამსწრედ წარდგენილი ნოღის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ირაკლი დამენია ჩაწერეს.
„რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ სკოლაში გარე დაკვირვების გაკვეთილზე დამსწრედ მოდიოდა ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული მასწავლებელია მარტვილის რაიონში.
აი, ახალი რესპოდენტიც გამოჩნდა და მისი სტუმრობაც ზუსტად ჩვენი გადაცემის დღეს დაემთხვა. თადარიგი დაჭერილი გვქონდა, კითხვებიც მომზადებული და დავაყარეთ შეკითხვები. თემა ისევ პედაგოგის პროფესია იყო.
ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეების პარასკევის გადაცემა „გვირილების“ რესპოდენტი გახლდათ მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ირაკლი დამენია. მასთან საუბარმა სასიამოვნოდ ჩაიარა, ბევრ საინტერესო კითხვაზე გასცა მოსწავლეებს პასუხი. თავადაც მოეწონა ბავშვების აქტიურობა. კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი გადაცემების ჩაწერას, ცოტა არ იყოს გადასაღები აპარატის ხარისხი არ მოგვწონს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი კლასის გადაცემა სახელს გაითქვამს, მოწონებებს დაიმსახურებს და გამოგვიჩნდება სპონსორი რომელიც ტექნიკის კუთხით დაგვაფინანსებს...
p.s დაელოდეთ შემდეგ პარასკევს კიდევ უფრო საინტერესო რესპოდენტით დაგიბრუნდებით“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ