სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე? - დამატებითი განმარტება დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლებიც ხვალ შევა ძალაში
27-11-2020
-
+


გუშინ გაცხადებული ახალი შეზღუდვები ხვალ ამოქმედდება. თუმცა სანამ გამოქვეყნებული რეგულაციები ძალაში შევა, როგორც ჩანს მათგან არაერთმა დააბნია საზოგადოება და ჩვენც უამრავი კითხვით მოგვმართეს მოქალაქეებმა. ნაწილმა ვერ გაიგო რეგიონის სკოლებიც დისტანციურად ისწავლიან თუ არა, უკვე დისტანციურ რეჟიმზე გადასული სკოლებმა კი ის ვერ გაიგეს - შეიცვალა თუ არა მათთვის რამე. 

სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ რიგი რეგულაციების შესახებ დამატებითი კითხვები და მათზე პასუხები გამოაქვეყნა. მათგან სასწავლო პროცესისა და კულტრული ღონისძიებების შესახებ დამატებით განმარტებებს გთავაზობთ: 


რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სასწავლო პროცესი მხოლოდ 8 დიდი ქალაქებისა და სათხილამურო კურორტებისთვის იქნება დისტანციური. დანარჩენ რეგიონებში სწავლა კანონით დასწრებით ფორმატშია, თუმცა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილებას თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის რესურსცენტრები და სკოლები დამოუკიდებლად იღებენ. მონაცემები ისე სწარაფად იცვლება, რომ ამ დროისთვის რთული სათქმელია რამდენი სკოლაა გადასული დისტანციურ რეჟიმზე და რამდენ სკოლაში გრძელდება სწავლა საკლასო ოთახებში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება