| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგებო, თუ თქვენს ონლაინ გაკვეთილზე მოსწავლეები ზეწარგადაფარებულები, სათვალეებით გამოჩნდნენ, ე.ი. „მოჩვენება ჩელენჯის“ მსხვერპლი ხართ.
„მოჩვენება ჩელენჯი“ - ეს ტიკ-ტოკის ტრენდია. მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილზე შესვლისას თავზე ზეწარს იფარებენ და სათვალეს იკეთებენ. მათი ასეთი საქციელი პედაგოგებში სხვადასხვა რეაქციას იწვევს - ზოგი ბრაზდება, ზოგს კი მოსწავლეების დანახვა ამხიარულებს.
საქართველოშიც ამ გამოწვევამ ბევრი პედაგოგი დააბნია.
„ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე?“, „არამარტო ზეწარი გადაიფარეს, გაკვეთილზე ყვირილით შემოვიდნენ, ვერ ვაჩუმებდი“, „მთელი ერთი გაკვეთილი ვუყურე მოჩვენებებს, ხმას არცერთი იღებდა“, „ეს დისტანციური სწავლება ისედაც დროში შეზღუდულია და 15 წუთი ველოდებოდი, როდის დავიწყებდი გაკვეთილს“ - აღნიშნავენ მასწავლებლები.
ბავშვთა ფსიქოლოგები პედაგოგებს ურჩევენ, ნუ იქნებიან აგრესიულები, თუ მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილზე ზეწარგადაფარებულებს დაინახავენ, ნურც პირად შეურაცხყოფად მიიღებენ ამას, რადგან ბავშვები „მოჩვენება ჩელენჯს“ გასამხიარულებლად იყენებენ და ამაში მასწავლებლის შეურაცხყოფა არ გამოიხატება.
იხილეთ ვიდეოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“