სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ამ კვირაში სამი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებით იღბლიანია - კუროს მატერიალური სარგებელი, თევზებს კი წარმატება ელის
23-11-2020
-
+


მშვიდი კვირა იქნება, თუმცა ეს სიმშვიდე „შტორმს“ მოასწავებს. შემდეგ ორშაბათს მთვარის დაბნელებაა და მას მოჰყვება დაბნელებების დერეფანი. მაგრამ დედამიწა დადებით ენერგო ველშია და ეს დაბნელებები შედარებით მსუბუქი იქნება.

ამასთან, მზე მორიელის ნიშნიდან გადავიდა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: იმუნიტეტი, შარმი და იღბლიანობა გემატებათ. შემოქმედებით უნარს გამოავლენთ და პროექტებს წამოიწყებთ. მოიზიდავთ პარტნიორებს, რაც სერიოზულ წარმატებას მოგიტანთ.

კურო: კარგი პერიოდი გაქვთ, ძველი იდეების, პროექტების დასრულების და ახალის დასახვის საშუალება გექნებათ. ძველ ვალებს დაიბრუნებთ და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. დიპლომატი და რბილი ხდებით ურთიერთობაში, რაც პარტნიორებს მოგიზიდავთ. შემოქმედებითი, მატერიალური და საქმიანი კუთხით კარგი დროა.

ტყუპები: ენერგოტონუსი და განწყობა გიუმჯობესდებათ. იგრძნობთ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთგაგება მარტივდება. მრავალფეროვანი კონტაქტები ხელს შეგიწყობთ საინტერესო იდეების რეალიზებაში, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

კირჩხიბი: გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს, სიმშვიდე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. შემოქმედებითი იდეები რეალიზებას და ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს, სახლსა და სამსახურში ურთიერთობას დაალაგებთ. იღბლიანი და მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი გაქვთ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციაც არის.

ლომი: გამოცოცხლდებით, საუკეთესო ორგანიზატორულ ნიჭს გამოავლენთ. შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. აქტიურად ჩაერთვებით საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნებით კარგი ლიდერი. იდეების რეალიზებას მოახდენთ, ახალ წელს შეიძლება კარგი დივიდენდებით შეხვდეთ. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, იზიდავთ პარტნიორებს.

ქალწული: კარგი ფსიქოლოგი და დიპლომატი ხდებით. ინტუიცია გიძლიერდებათ. სახლსა და სამსახურში კარგად დაალაგებთ ურთიერთობას, ხელმძღვანელებისა და კოლეგებისგან კეთილგანწყობა მოგემატებათ. კარგი შესაძლებლობები გაქვთ, ვისაც გინდათ მიმართეთ, ყველგან დადებით პასუხს მიიღებთ.

სასწორი: ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გაქვთ ამ წელში, მოემზადეთ. ძალიან შარმიანი, მიმზიდველი, კარგი დიპლომატი ხდებით, ყველა სახის მოლაპარაკებას წარმატებით წარმართავთ. შეგიძლიათ გაიცნოთ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანები, ვარსკვლავური დროა თქვენთვის.

მორიელი: თქვენთვის კარგი პერიოდი გრძელდება. აქტიური, ინიციატივიანი და შარმიანი ხართ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ იდეების რეალიზება მოახდინოთ. ინტუიციაც მზარდია, ეს კვირა გამოიყენეთ, შემდეგი კვირა უფრო რთული გექნებათ.

მშვილდოსანი: იღბალი თქვენს მხარესაა. შეგიძლიათ დაიწყოთ მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება, იდეების ჩამოყალიბება. ყველა სფეროში წარმატება გელით, მთავარი ფავორიტი ხართ.

თხის რქა: კარგი პერსპექტივები გაქვთ, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მთავარია უმთავრესი საქმე ამოარჩიოთ და მასზე კონცენტრირდეთ. ამ შემთხვევაში წარმატების ფაქტორი დიდი გექნებათ. გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო.

მერწყული: თქვენ განაცვიფრებთ ბევრს. ახლა გაუგებენ თქვენს იდეებს, რომელსაც არა მხოლოდ განახორციელებთ, არამედ პოპულარობაც შეიძლება მოიპოვოს. თქვენი განწყობა უკეთესი ხდება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ.

თევზები: ეს კვირა გაძლევთ წარმატების შესაძლებლობას, განწყობა მეტ-ნაკლებად კარგია. ყველა საკითხს გადაწყვეტთ. სამყარო გეხმარებათ. შეძლება საინტერესო ფინანსურ და შემოქმედებით პროექტებში ჩაერთოთ. შარმიანი ხართ, ქორწინებისთვის კარგი დროა. დახვეწილი იუმორი მოიშველიეთ და ყველაფერი გამოგივათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება