სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს მსოფლიოს ბავშვთა დღე აღინიშნება
20-11-2020
-
+


დღეს მსოფლიოს ბავშვთა დღეა.  ეს დღე 1989 წლის 20 ნოემბრიდან  აღინიშნება და ამის მიზეზი ბავშვის  უფლებათა კონვენციის მიღებაა. 

აღნიშნულ დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი პანდემიის ჭრილში ეხმიანება. მისი შეფასებით, მსოფლიოს ბავშვთა დღეს ყველაზე დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი COVID -19-ის პანდემიაზე რეაგირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში.

„პანდემიის დაწყებიდან, თითქმის ერთი წელი გავიდა და სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება ის გავლენა, რასაც ვირუსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ახდენს.

ბავშვები მრავალი საფრთხის წინაშე დგანან: უშუალოდ დაავადების გარდა, ისინი არსებითი მომსახურებების შეფერხებით მიღების, მზარდი სიღარიბისა და უთანასწორობის საფრთხის წინაშე დგანან.  ჯანდაცვის, კვების, განათლების, წყლისა და სანიტარული მომსახურების, ასევე სოციალური და ბავშვთა დაცვის მომსახურების შეწყვეტით მიწოდებამ სავალალო გავლენა მოახდინა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მთელს მსოფლიოში.

„კორონავირუსის კრიზისი ბავშვთა უფლებების კრიზისია. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მალევე იწვნიეს ბავშვებმა, და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათზე რეაგირება,  ეს შესაძლოა მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ. ამასთან, ბავშვებსა და ახალგაზრდებს პანდემიის შედეგებით ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში  მოუწევთ, და ამიტომაც, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მათ მომავალზე  გავლენას მოახდენს“, - განაცხადა ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება