| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგმა ირაკლი დამენიამ განაცხადა, მიზეზი ყველასთვის უცნობია, გარდაცვლილს არც წერილი დაუტოვებია და არც სხვა რაიმე რაც მიზეზზე მიუთითებდა.
„მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით მიზეზი დაუდგენელია. არავინ არაფერი იცის და არც წერილი ჰქონდა დატოვებული.
სკოლაში ჩვეულებრივად დადიოდა, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ მოწყენილი იყო, 71 წლის იყო და შესაძლებელია ავადაც იყო. სახლშიც არავინ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა, არც ცოლი ყავდა, არც შვილი. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრა პედაგოგმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„ეტალონი“ მწუხარებას გამოთქვამს რევაზ აფხაზავას გარდაცვალების ფაქტზე და უსამძიმრებს სკოლის კოლექტივსა და გარდაცვლილის ახლობლებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ