სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოში საუბარია მხოლოდ წარმატებაზე თითქოს ყველაფერი კარგად არის“ - სპეციალისტები განათლების კრიზისზე
19-11-2020
-
+


სახელმწიფო არ საუბრობს, რა პრობლემების წინაშეა განათლების სფერო. არ საუბრობს სტატისტიკაზე, სამოქმედო გეგმაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სახელწიფოს არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და სპონტანურად მოქმედებს - ასეთია განათლების ექსპერტების შეფასება, განათლების სამინისტროსა და ზოგადად სახელმწიფოს ქმედებებზე.

„მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ ანგარიშებს, ჩვენზე გაცილებით ძლიერი განათლების სისტემები ამბობენ, როგორ ზარალს ნახულობენ და ამაზე ღიად საუბრობენ, საქართველოში საუბარია მხოლოდ წარმატებაზე თითქოს ყველაფერი კარგად არის. ამ სიტუაციაში იმაზე საუბარი, რომ რაღაც რეკომენდაციები გვქონდეს ძალიან რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით რეალური სიტუაცია“, - აღნიშნავს განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა.

მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება გრძელვადიან კრიზისს გამოიწვევს, რომელიც ყველა სფეროზე აისახება და რომელსაც ქვეყანა მწვავედ გადაიტანს.

„ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან პირისპირ სწავლების პერიოდშიც ძალიან სერიოზული სირთულეები გვქონდა, შესაბამისად, დისტანციურზე გადასვლისას ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდებოდა. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ გადამჭრელი ღონისძიებები და სისტემის გამოსასწორებელი ნაბიჯები რეალურად არ გატარებულა. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორში ის არის, რომ ძალიან სერიოზულ კრიზისში შევდივართ, რომელიც არ იქნება მოკლევადიანი და ამ კრიზისს ჩვენი ქვეყანა ძალიან მწვავედ გადაიტანს.

ხელისუფლებას არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და ვიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ესეთი ტიპის მართვა საბოლოო ჯამში ცხადია, ნეგატიურ შედეგს იქონიებს ზოგადად განათლების სისტემის განვითარებაზე. მთლიანობაში კი ამას ძალიან ცუდი გამოძახილი ექნება საზოგადოებრივ ვითარებაზე. მერე, როცა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დავიწყებთ ჩივილს, ეს უნდა გაგვახსენდეს. ეს იქნება ამ ყველაფრის პასუხი“, - აღნიშნავს აფხაზავა.

ჩვენ არ ვიცით სამინისტრო რას აკეთებს - უწყების ქმედებების ეფექტიანობაზე საუბარი უჭირს განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიასაც.

„როგორ მიმდინარეობს სწავლა დისტანციურად ეს არავინ არ იცის, სამინისტროშიც არ იციან რეალურად. მაგალითად, არ იციან ესწრებიან თუ არა ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს. ზოგადად ცენტრალიზებულად ასეთი ინფორმაციის შეგროვება არ არის მარტივი. მეორეს მხრივ, სამინისტრო წლების განმავლობაში ისეთ ურთიერთობებს აყალიბებდა სკოლის ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან, რომ მათ შორის დიდი პარტნიორული ურთიერთობა არ არის. პრობლემის შემთხვევაში გამორიცხული არ არის სკოლებმა ეს სამინისტროს დაუმალონ, რადგან ამის გამო შეიძლება დირექტორი დაისაჯოს.

ჩვენ არ ვიცით სამინისტრო რას აკეთებს, რადგან მისი ნაბიჯები არ არის გამჭირვალე. მაგალითად, სხვა ქვეყნებში არსებობს კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი. არსებობს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელშიც მშობელსაც და მასწავლებელსაც შუძლია ნახოს კრიზისის დროს რა ქმედებებს განახორციელებს სახელმწიფო, რა რეკომენდაციები არსებობს, რამდენია ბიუჯეტი გამოყოფილი და ა.შ. ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს, ამიტომ ძალიან რთულია  იმის თქმაც კი, საერთოდ დგამს თუ არა სამინისტრო რაიმე ნაბიჯს“, - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოში ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება გაუმართლებელია სკოლაში სიარულს მასწავლებლებს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად აიძულებდნენ. 

„სკოლებში სწავლის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება მასწავლებლებისთვის რისკია. იმ პირობებში, როცა არსებობს ალტერნატივა - დისტანციური სწავლების სახით, ჩვეულ რეჟიმში სწავლის გაგრძელება შეიძლება გაუმართლებელიც იყოს. ძალიან რთულია მასწავლებელს მოსთხოვო ასეთ რისკზე წავიდეს. საუბარია - საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკზე“, - გვეუბნება სიმონ ჯანაშია და ამატებს, რომ რისკის ქვეშ არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მოსწავლეები, მათი მშობლები და ბებია-ბაბუებიც დგებიან, ასეთ პირობებში კი გაუმართლებელია ონლაინ სწავლაზე უარის თქმა.

თუმცა, განათლების ექსპერტი აღნიშნავს, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამოცხადებასთან ერთად, სამინისტრომ შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადადგას:

„სამინისტრომ შესაბამისი რესურსებით უნდა აღჭურვოს სკოლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. უნდა შეეცადოს, რომ ვისაც არ აქვს შესაძლებლობა და არ აქვს დისტანციურად სწავლის საშუალება, მათთვის შეიძინოს ან დროებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამისი რესურსები.

განათლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უწყება არ გადადის დისტანციურ სწავლებაზე არის არა ის, რომ ეს პრობლემურია მშობლებში, რადგან მათთვის რთულია, როდესაც სახლიდან სწავლობენ ბავშვები, არამედ ის რომ არის ერთგვარი უარი პასუხისმგებლობის აღებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლები ტექნოლოგიურად, უფრო მეტად არიან მზად, უფრო მეტი რესურსი არსებობს და პლატფორმებიც უფრო გამართულია მასწავლებელთა მომზადების კუთხით წინ არ წავსულვართ.

ნაკლებად აწვდის კონკრეტულ მაგალითებს მასწავლებლებს, თუ როგორ შეიძლება განუვითარონ მოსწავლეს კონკრეტული უნარი დისტანციური სწავლებისას, მაგალითად, როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეს მიმატება-გამოკლება, წერა-კითხვა პირველ კლასში, რაც ყველაზე რთული პრობლემაა დაწყებითის მასწავლებლებისთვის. ასევე როგორ უნდა გამართონ დისკუსიები, როგორ ჩაატაროს ინტერაქციული გაკვეთილი და ა.შ. ასეთი ინსტრუქციები მინიმალურია“, - აღნიშნავს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

მოსწავლეებმა ქართული და სომხური ანბანები წარმატებით შეისწავლეს

პედაგოგი ბავშვებთან ერთად გაეშურა ვირტუალურ მოგზაურობაში უცნაური სკოლების მოსანახულებლად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება