| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, კორონავირუსის ფაქტები პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეებშიც ფიქსირდება. COVID-19-ს ებრძვის პედაგოგი იამზე მსხვილაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს.
„ვინც მიცნობს კარგად იცის როგორ ზედმიწევნით ვიცავდი რეგულაციებს და ვასრულებდი მოთხოვნებს, მაგრამ მაშინ, როცა სკოლის გარემო-პირობები ხელს არ გიწყობს შენი მცდელობა თავშივე განწირულია. 2 კვირა და პლუს კიდევ რამდენი, ჯერ არ ვიცი, დაქვეითებული შრომისუნარიანობა და შერყეული ჯანმრთელობა. ამად უღირს განათლების სამინისტროს ყველა იმ მასწავლებლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, რომელსაც უკიდურესად რთულ გარემო-პირობებში აიძულებს მუშაობას.
21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში არ უნდა სწავლობდნენ მოსწავლეები,მით უმეტეს პანდემიის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აი, ასე გავხდი კოვიდ ინფიცირებული და ჩავერთე უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლისას ვიგრძენი ბევრი ადამიანის ყურადღება,თანადგომა, სითბო და სიყვარული, რომელთა ზარებმა თუ სმს-მა მეტი ენერგია და პოზიტივი შემოიტანეს ჩემს ცხოვრებაში. გარდა ამისა, გავხდი მოწმე უამრავი ადამიანის სამოქალაქო გმირობისა.
სამყაროს ისტორია გმირებზე დგას, დიახ, გმირებზე დგას! ისინი ჩვენს გვერდით არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სიცოცხლისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში