| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლებში უნდა გამკაცრდეს სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული წესები და პირბადეების ტარება სავალდებულო გახდეს, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის - კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესება გერმანიაში იგეგმება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვეულებრივი გრიპის თუნდაც მსუბუქი სიმპტომი აღენიშნება, ვალდებული უნდა იყოს, იზოლაციაში გადავიდეს.
გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვების დოკუმენტის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია შობამდე ყველა სახის კერძო წვეულებაზე დასწრებისგან თავის შეკავების შესახებ. ამასთან, ოჯახებმა თავიანთ სახლებში სტუმრების მიღება უნდა შეზღუდონ, უნდა გამკაცრდეს შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეების თავშეყრასთან დაკავშირებითაც.
შეგახსენებთ, გერმანიამ მიმდინარე თვეში ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელსაც „მსუბუქ ლოქდაუნად“ მოიხსენებენ. დახურულია ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები კვლავ ღია რჩება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ინფექციების რიცხვი ექსპონენტურად აღარ იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით არც შემცირება შეინიშნება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ