სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშნისთვის ეს ბოლო კარგი კვირაა და იღბლიანობა უნდა გამოიყენოს - ვის მოუწევს სირთულეებთან გამკლავება?
16-11-2020
-
+


ეს ორი კვირა არის ლაკმუსის ქაღალდი - თუ უარყოფითი იქნება ეს პერიოდი, გამოდის, რომ არასწორად გაიარეთ მთელი წელი, თუ კოსმიურ საჩუქრებს მიიღებთ, ე.ი სწორად გაატარეთ 2020 წელი. დააკვირდით და ამის მიხედვით დაიწყეთ ცვლილებები, იმუშავეთ საკუთარ თავზე, შეცვალეთ თვისებები.  

ამ კვირაში 4 კოსმიური დღეა - სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, მეტად დაისვენეთ. 

დღეს დადებული ხელშეკრულები და კავშირები არ იმუშავებს, შესაძლოა არ შესრულდეს ან მალე დასრულდეს. 
შაბათს ვენერა გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში - რადიკალურად მატულობს ვნება საზოგადოებაში. შესაძლოა პარტნიორი ფინანსურადაც დაგეხმაროთ. 

22 ნოემბრიდან წყლის სტიქია ანუ მორიელი გადის და შემოდის ცეცხლის სტიქია ანუ მშვილდოსანი. ერთი თვით მბრძანებელი იქნება ყველაზე ოპტიმისტური ნიშანი. 

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის: 

ვერძი: უკეთესად იგრძნობთ თავს. ძველი ვალდებულებებისა და ვალებისგან გათავისუფლდებით, შეიძლება ახლებურად გადატვირთოთ ცხოვრება. შეგიძლიათ მოამზადოთ პროექტები, რომლებიც შემდეგი კვირიდან გააქტიურდება. 22 ნოემბრიდან უკეთესი კვირა გექნებათ. 

კურო: აქტიური და ენერგიული ხართ, კარგი პარტნიორი ხართ თანამშრომლობისთვის და ბევრს მოუნდება თქვენთან მუშაობა. იუმორიც კი გაქვთ, რაც არ გახასიათებთ. თქვენ იზიდავთ ადამიანებს. 

ტყუპები: ჩაებით გუნდურ თანამშრომლობაში, შეიძლება კარგი იდეებიც კი დაიბადოს ან იპოვოთ კარგი სპონსორები. შესაძლებლობები სასიკეთო გაქვთ ამ კვირიდან. 

კირჩხიბები: თქვენთვის ბოლო კარგი კვირაა. კარგად გრძნობთ, სად შეიძლება დაიდოს კარგი ფინანსური გარიგება. ლატარიებშიც ითამაშეთ. იღბლიანი შემთხვევების ალბათობა ძალიან მაღალი გაქვთ. ყველა კუთხით გაქვთ წარმატების შანსი. 

ლომი: ბოლო რთული პერიოდი გაქვთ, კრიტიკული ხდებით, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ქმედებების მიმართ. ახალი ურთიერთობების ჩასახვის დროა, თუმცა, არ გირჩევთ ახალ საქმეებს, ხელშეკრულებების დადებას ამ პერიოდში. დაელოდეთ შემდეგ კვირას. 

ქალწული: ძალიან აქტიური, წარმატებული, შრომისუნარიანი ხართ. კარიერული წინსვლისთვის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი დროა. თუმცა ნუ გადაიტვირთებით, თან დასვენება შეუხამეთ. საინტერესო იდეების რეალიზების საშუალება გეძლევათ.

სასწორი: განსაკუთრებული ლტოლვა გაქვთ სიამოვნების მიღების, რომანტრიკული თავგადასავლებისკენ. წინა მოქმედებებისგან დივიდენდებს მიიღებთ, შემოსავალიც გექნებათ. ყველაზე კარგი ტენდენციები საქმისთვის, მომავალი კვირიდან გაქვთ. 

მორიელი: ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. თქვენი იღბლიანობა მაღალია, მიმზიდველობაც გაქვთ. წარმატების შანსები ყველა დონეზე გაქვთ. კვირის ბოლოს ტრამვული ტენდენციები მაღალია და ყურადღებით იყავით. მთლიანობაში კარგი კვირაა. 

მშვილდოსანი: ყველა სახის ფარული მტრები და ჭორები აქტიურდება, ყველაზე დაბალი იმუნიტეტი ახლა გაქვთ, წლის განმავლობაში. შემდეგი კვირიდან ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გეწყებათ, მანამდე კი ეს კვირა ფრთხილად გაიარეთ. 

თხის რქა: ჰარმონიულად შეახამებთ რომანტიკულ და საქმიან ურთიერთობებს. საქმესაც ასწრებთ და სასიყვარულო კავშირებსაც.

მერწყული: გადაფასების პერიოდია, შეიძლება უცებ შეცვალოთ გეგემები და გადაწყვეტილებები. რადიკალური ცვლილებების დროა, რაც მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ კვირაში.  ეს ცვლილებების რეალობას უბრუნდება, რაც წარმატებით რეალიზდება. 

თევზები: ძალიან კარგი კვირა გაქვთ. კვირის ბოლოს შესაძლოა მხარდაჭერა მოგაკდლეთ, მაგრამ ნუ განიცდით. სხვა დღეები ძალიან კარგი გაქვთ, წარმატების შანსი ყველა დონეზე გაქვთ. ფინანსური და პირადი ურთიერთობებისთვის მშვენიერი დროა. თქვენი იუმორი გაახალისებს საზოგადოებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება