| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასლან შაინიძეს სახლობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის წარმომადგენელი „ოქროსხელებიან“ პატარა მხატვრებზე გვიამბობს. ხელოვან ბავშვებს ძალიან უყვართ ხატვა და მშვენიერ ნამუშევრებს ქმნიან.
„ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არასასურველი მდგომარეობა მძვინვარებს, ვის თუ არა პატარებს, თავისი მრავალფეროვანი აზროვნებით შთაბეჭდილებების უწყვეტი ჯაჭვით, შეუძლიათ გადმოსცენ საკუთარი შეხედულებები, გაალამაზონ სამყარო, გაახარონ ის ლამაზი და ფერადი გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ვმოღვაწეობთ.
ეს დისველის პედაგოგის, ბატონი ედნარ აბულაძეს ერთგვარი ძალისხმევაა, მისი დაუზარელი შრომის და პროფესიული მიდგომის შედეგად, ბავშვებს უვითარდება სიყვარული სუფთა და ნაზი ხელოვნების ატმოსფეროს მიმართ, რომლის ჟანგბადიც გვასაზრდოვებს და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას, გვაყვარებს სკოლის კედლებს და გვიბიძგებს კრეატიული აზროვნებისკენ. მეოთხე კლასის მოსწავლეებო: სალომე შავაძე, მარიამ ცეცხლაძე, ლინდა ღორჯომელაძე გმადლობთ თქვენ ამ დროული გარდასახვისთვის!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს