სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პანდემიის გაძლიერების პირობებშიც კი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყდეს
06-11-2020
-
+


ევროპაში პანდემიის გაძლიერების პირობებშიც კი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყდეს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.

მისი თქმით, ევროპაში ახლა „კოვიდ-19“-ის აფეთქებაა და კონტინენტს წინ მძიმე დღეები ელის.

„ჩვენ ვხედავთ აფეთქებას. მხოლოდ რამდენიმე დღე იყო საკმარისი, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მილიონით გაზრდილიყო“,- განაცხადა კლუგემ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, სკოლების დახურვა არ არის საჭირო, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში ხდება.

„ჩვენ ბოლო მომენტამდე უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ „კოვიდ-19“-ის გამო თაობა დაიკარგოს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს აუცილებლად გამოიყენონ პირბადე.

„პირბადის ტარებით და სოციალური კონტაქტების შემცირებით ჩვენ თებერვლისთვის ევროპის რეგიონში 266 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი წარმატებულია, როდესაც მოსწავლე კლასს ახალი ცოდნით, თავდაჯერებულობითა და სწავლის მოტივაციით ტოვებს“

სკოლები

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის ტრაგიკული ისტორიის გახსენება
 

კონფერენცია - „Future Ready Schools“ მიეძღვნა მომავლის სკოლის კონცეფციის განვითარებ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება