სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ
26-10-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო დანელიას ხელმძღვანელობით, ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა სოფელ ხუნწში, ქუქითის გორა და ნაციხარი დალაშქრეს. 

პედაგოგ ნინო დანელიას თქმით, მოსწავლეებმა პრაქტიკაში გამოსცადეს თუ რა პირობები, წესები უნდა დაიცვან ლაშქრობის დროს. 

„ბავშვობა ლამაზი დროა, პერიოდი როდესაც აუცილებელია თითოეული დღე, საათი წუთი თუ წამი ლამაზად გაგახსენდეს. ჩვენც ვყოფილვართ ბავშვები და როდესაც არცთუ შორეულ წარსულში გავიხედავთ, რაღაც ტკბილი მოგონებები გვახსენდება, რომელიც სკოლასთან მოსწავლეობასთან არის დაკავშირებული. თუმცა ვიცით 90-იანებში მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ მიამიტი ბავშვები მაინც ფერადად ვხედავდით სამყაროს და ყველაფერი ლამაზად გვეჩვენებოდა, არა მოჩვენება არაფერ შუაშია იყო კიდევაც...ახლა ახლა სულ სხვა დროა, დრო როდესაც ბავშვს შეუძლია ფრთები გაშალოს და ცოდნის მწვერვალებისკენ თავისუფლად იფრინოს. მე კი მინდა და ვცდილობ ჩემი წვლილი მაქსიმალურად შევიტანო თითოეული ჩემი მოსწავლის განათლების საკითხში, ფორმალური თუ არაფორმალური განათლება იქნება, ცოდნის გადაცემა თუ მეგობრულად მათ გვერდში დგომა, სიყვარული თუ მათი გახარება. ვცდილობ თითოეული ჩვენი ჩატარებული გაკვეთილები მაქსიმალური პრაქტიკით იყოს გაჯერებული, რათა ბავშვებმა უფრო მეტად აითვისონ და დაიმახსოვრონ თითოეული გაკვეთილი. მინდა მათთვის უფრო ფერადი და ლამაზი იყოს სამყარო, მინდა რომ ღიმილიანებმა გაიღვიძონ ყოველ დილით და ხალისით მოვიდნენ სკოლაში. დიდი შესავალი გამოვიდა მაგრამ უნდა მეთქვა აუცილებლად...P.S არამარტო მე არამედ მთელი ხუნწის საჯარო სკოლა, მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს თავის მოსწავლეების კეთილგანწყობაზე. IV კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე სოფელ ხუნწში, ქუქითის გორაზე, ნაციხარზე. მათ პრაქტიკაში გამოსცადეს თუ რა პირობები, წესები უნდა დაიცვან ლაშქრობის დროს, ერთ-ერთი გაკვეთილი „მე და საზოგადოებიდან“. ბავშვები გახარებულები და კმაყოფილები იყვნენ“,- აღნიშნავს IV კლასის დამრიგებელი ნინო დანელია. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები კიდევ 6 საგანში ცნობილია

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება