სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტრიუმფალური ნაბიჯი ჩვენი სკოლისა“-ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ხუხუამ „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა
22-10-2020
-
+


ლედგებეს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხუხუამ 2020 წლის „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

სკოლის დირექტორი თამილა შულაია მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და ასევე, მადლობას უხდის პროექტ „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს.

„კიდევ ერთი უდიდესი წარმატება ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისა, მარტვილის „ეტალონი„ მოსწავლე 2020-2021 სასწავლო წლისა, მეთერთმეტე კლასის უნიჭიერესი მოსწავლე მარიამ ხუხუა... მესამე ტრიუმფალური ნაბიჯი ჩვენი სკოლისა... მადლობა უპირველეს ყოვლისა პროექტ „ეტალონის“ სულისჩამდგმელ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ქალბატონ პაშა გულორდავას, ჩემს ერთ მუშტად შეკრულ უძლიერეს კოლექტივს და უსაზღვროდ დიდი თაყვანისცემა მოსწავლეთა მშობლებს, ღირსეული შვილების აღზრდისათვის“,- ნათქვამია თამილა შულაიას მადლობის წერილში. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება მარტვილში, კერძო სკოლა „სხივში“ გაიმართა. 

მარტვილის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მარტვილის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება