სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი, სსიპ ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა

''საგარეჯოს ეტალონის'' ორგანიზებაში მანდატურებიც ჩაერთნენ
19-10-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს ''საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად უდაბნოს სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''საგარეჯოს ეტალონ მოსწავლე'' ლევან გუჯეჯიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.  

ინტელექტ-ჩემპიონატის მასპინძელი საგარეჯოს N1 სკოლა კი ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს,  ღონისძიების საორგანიზაციო და ტექნკური საკითხების მოგვარებაში აქტიურად დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მოსწავლეებთან ერთად, მანდატურებიც ჩაერთნენ.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

''ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.





































































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება