TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
20-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი ყველა კლასიდან. საარჩევნო პროცესმა წარმატებით ჩაიარა. 

„სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

განსაკუთრებით არის აღსანიშნავი, რომ საშუალო საფეხურის თვითმმართველობას აქვს გამორჩეული ფუნქცია; ის ირჩევს თავის წარმომადგენელს, სკოლის წარმმადგენლობით ორგანოს-სამეურვეო საბჭოს სრულუფლებიან წევრად.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა სავანეთის საჯარო სკოლაში. არჩევნები სკოლაში ოქტომბრის მეორე კვირიდან დაიწყო.

მოსწავლეები აირჩნენ საბაზო და საშუალო საფეხურიდან, ხოლო არჩეული საშუალო საფეხურის წარმომადგენელი კი შევიდა სკოლის წარმმადგენლობით ორგანოში - სამეურვეო საბჭოში, რომელსაც
მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია;

  • მონაწილეობს სასკოლო გრანტის განკარგვაში:
  • ქმნის სასკოლო კლუბებს;
  • სამეურვეო საბჭოს წარუდგენს სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი ყოველი კლასიდან. სწორედ მეათე კლასში გადიან თემას; მოსწავლეთა თვითმმართველობა, თემის შესწავლის შემდეგ მეათე კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი, თეორიის პრაქტიკაში გადატანა, საარჩევნო ყუთის გამოყენებით სხვადასხვა კლასებში შესვლა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მათი არჩევანის დაფიქსირება.

გარდა თვითმმართველობის არჩევნებისა, ჩატარდა მეორე სახის აქტივობა: მოსწავლეები ირჩევენ კლასის ლიდერს, რომელიც იზრუნებს კლასზე, ყოველ თვეს ანგარიშს გააკეთებს მისი კლასის მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს. ეს აქტივობა კიდევ გრძელდება.
იმედია წლის ბოლომდე ასეთი ჩართულობით და სამოქალაქო აქტიურობებით გაგრძელდება სასწავლო პროცესი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება