სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ადგილია და წამით არ ვუსწრებ ჩემი ცხოვრების სავალ ბილიკს“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური ნოველა „დიდი შავი ორმო“
19-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხურიშვილი, საკუთარ ნოველას გვიძიარებს, რომელიც ცხოვრებისეულ სირთლეებს, მის ამაოებასა და „ბეწვის ხიდზე“ გავლილ ყოველ ნაბიჯს შეეხება.

დიდი შავი ორმო

- რა არის შენთვის საზოგადოებრივი ჰუმანურობის  მაგალითი?

 - კეთილსინდისიერება, რომლსაც ყველა შორიდან ეტრფის  მაგრამ, ახლოს მისვლას ვერ ბედავს. იცით, რატომ?- ამის სწორად აღქმის უნარი არ გააჩნიათ...

- შენთვის რა იყო კეთილსინდისიერების ერთგვარი ნიმუში?

ჩემი ზოგადი  მიდგომა ამ ცხოვრების მიმართ - არ ვიტყუები, არ ვმლიქვნელობ, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ადგილია და არც ერთი წამით არ ვუსწრებ  ჩემი ცხოვრების სავალ ბილიკს...

- შენი ბილიკის სტანდარტულობა და სწორუპოვრობა მისაღებია?

-მე ასეთი ცხოვრების  შვილი ვარ, დავიბადე მართალ ოჯახში, შრომითა და  გაჭირვებით მოვყვები დინებას. ხან რომელმა ქარმა გამიტაცა, ხან რომელმა დარდმა შემიყოლა, მაგრამ არ დავნებდი, ნელი სვლით მოვედი აქამდე... ამის მერე ჩემი ბილიკი სწორუპოვარი როგორ იქნება?  შეიძლება ის დამრეცი გზაა, სადაც ათასი დაბრკოლება მელის, მაგრამ მაინც მივიწევ წინ იმიტომ, რომ ჩემია და ჩემთვისაა გამიზნული!

 - დაცემის არ გეშინია?

- მე უფრო იმის მეშინია, დაცემულს, რამდენი ადამიანი შემაშველებს დახმარების ხელს? სწორედ ამაში იკვეთება კეთილსინდისიერება და საზოგადოებრივი ჰუმანურობაც!

- შენთვის რა არის სიმართლე?

 ის, რომ ადამიანთან გულგაშლილი და გულწრფელი უნდა იყო, რამდენჯერაც ტყუილი აღმოგხდება, იმდენჯერ აღრმავებ საკუთარ სამარეს. ეს ერთგვარი ორმოა, დიდი, შავი ორმო, შიგნით ხარ ჩაფლული და თავის დაღწევას ვერ ახერხებ, იკარგები, ილექები,დნები სანთელივით და ამ ყველაფერის მიზეზი თავად ხარ!

- იქნება ამ წუმპედან სიყვარულმა ამოგიყვანოს?

- არა, სადაც ტყუილია, იქ სიყვარული შეუძლებელია არსებობდეს, სიყვარული იქ ვითარდება, სადაც გულწრფელობა და  ერთგულებაა... რა უნდა სიყვარულს  სიბნელეში, უიმედობაში, უსინათლო სივრცეში... იქ ის ვერც საზრდოობს, ვერც ყვავის, ვერც იზრდება  უნიათო და უსიცოცხლოა!

გამოდის, რომ სიყვარული სიცოცხლის სიმბოლოა!

ჩვენ ყველა მისი სიმბოლური დატვირთვით ვიზრდებით, ვვითარდებით, მივილტვით სიცოცხლისკენ. ვესწრაფვით ბედნიერებისკენ მანამ, სანამ პატივმოყვარეობა არ წაგვძლევს. მერე ხდება გრძნობების გადახარისხება, თითქოს პირველ ადგილზე  ეგოისტური ზრახვები, მეორე ადგილზე  ამბიციები, მესამე ადგილზე მატერიალური ზნეობა,სიყვარული უგზოუკვლოდ ქრება... ვცხოვრობთ ჩვენ მიერ აგებულ ციხე-კოშკებში, უსიყვარულოდ,  ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, ვშორდებით ერსაც და ბერსაც, ემოციებსაც და სათნოებასაც. უფლისა და მრწამსის გარეშე დავბორიალობთ, სანამ უეცრად არ აღმოვჩნდებით წუმპეში , შველას კი უზენაესს ვთხოვთ, დანატოვარ სინდისსაც ვჯიჯგნით, იქნებ სადღაც სიმართლის მარცვალი ვიპოვოთ...

 მაგრამ არა...  მტრობის, ეგოიზმის, შურის მსხვერპლია ადამიანი!

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამოკიდებული  ბეწვის ხიდი, არ იცი, სად გაწყდება წკირი, უშედეგოდ   ებღაუჭები სიცოცხლეს, მაგრამ საკუთარ  ბედს შენი განვლილი ცხოვრებით  აკნინებ, ყოველგვარი წრფელი დიადის წინაშე. მე მეშინია ბეწვის ხიდის - რა იცი, სად ძევს ამ უკუნეთის ფსკერი, რომელიც დიდი ლოდინით შემოგყურებს უსასრულობიდან!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება