| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროექტ u-18 ის ფარგლებში 18 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში
ჩატარდა სლოგანების კონკურსი თემაზე: „მე წავალ არჩევნებზე, “ „ჩემი მოქალაქეობრივი ვალი,“ „ ხმას ვაძლევ უკეთეს მომავალს.“
სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა და მონაწილე მე-9 -მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახის ინტერიერი შეცვალეს, გაჭიმულ ძაფზე დაკიდეს მოსწავლეთა საკონკურსო ნამუშევრები, ესეები. მოსწავლეებმა წარადგინეს საკონკურსო ნამუშევრები.
სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე სიგელებით დააჯილდოვა.
„ამგვარი აქტივობით მოსწავლეებს უყალიბდებათ სამოქალაქო შეგნება, აცნობიერებენ, რომ ყოველი ხმა გადამწყვეტია, რომ მათზეა დამოკიდებული უკეთესი მომავლის მშენებლობა. მოსწავლეებმა აგრეთვე გააცნობიერეს, რომ დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში აქტიური მოქალაქეების არსებობასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო მეტი მოქალაქე მონაწილეობს დემოკრატიულ პროცესებში, ქვეყნის მართვას ხელისუფლება მით უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობით ეკიდება. მმართველი პარტია კი
ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. საგანი სამოქალაქო განათლება არის ცოდნის ტრანსფერის გამოხატულება, პრაქტიკული მოქმედებებით. მოსწავლეებს უყალიბდებათ კრიტიკული, სინთეზური აზროვნება,
უმაღლდებათ თავდაჯერებულობა, ხდებიან ინიციატივიანები და დამოუკიდებელნი. მოსწავლეებს ეცვლებათ ღირებულებები საარჩევნო სამართალთან დაკავშირებით და ხვდებიან რომ სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია. ეჭვგარეშეა, როდესაც გახდებიან სრულწლოვნები, ობიექტურ, სამართლიან გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ და ხმას მისცემენ იმ კანდიდატს, ვისაც უკეთესი წარსული აქვს, გააჩნია სამოქმედო გეგმა, კომპეტენტურია, აქვს ხალხზე ზრუნვის სურვილი და გამოცდილება.
ყოველი ჩვენთაგანი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების თანამონაწილეა და გვაქვს მზაობა არსებული შევცვალოთ უკეთესობისაკენ. შემდეგ კვირას დაგეგმილი გვაქვს იმიტირებული არჩევნები“, - აღნიშნავს სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“