| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კალსების პედაგოგმა, ინა მეცხვარიშვილმა თავის პირველკლასელებს ამაყად შეუღო კარი მშობლიური ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.
თუმცა წლევანდელი გაკვეთილი, სხვებისგან აბსოლუტურად განსხვავებული გახლდათ და რა თქმა უნდა, ემოციური გახლდათ, რადგან პანდემიის ფონზე, არსებული ვითარების მიუხედავად, მათ შეძლეს გაკვეთილის საკლასო ოთახში ჩატარება და დიახ, დღეს ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. სწორედ ამ ემოციებს გვიზიარებს ინა მეცვარიშვილი:
„მე-7 წელია მასწავლებელი ვარ. მივადექით ანბანის შესწავლას. ტრადიციულად, მოვიმარჯვე ფერადი კალმები და შევუდექი გამოწერას, თუმცა წელს გამოწერილი „ა“ და „ი“ განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩემთვის - ეს ყველაფერი რაღაცნაირად, მითბობდა გულს. ასევე განცდებსაც იწვევდა, შიშნარევს... მინდა, რომ ყველა ასო-ბგერის სწავლა ასე, ცოცხალ რეჟიმში შევძლოთ.
ჩემს სივრცეში უნდა შევინახო ამ ლამაზი და ინტერესიანი ბავშვების მცდელობები წერის სწავლისა.
შესვენებაზე, მათ მიერ დაფაზე ცარცით დაწერილი „ა“ და „ი“-ც კი ძვირფასია“.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ